ნონა გაფრინდაშვილი "ნეთფლიქსს“​ უჩივის და კომპენსაციის სახით ხუთ მილიონ დოლარს ითხოვს

ცნობილი ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი ამერიკულ კომპანია "ნეთფლიქსს" უჩივის. საქმე ეხება „ნეთფლიქსის“ მინისერიალ „​ლაზიერის გამბიტს“.

ნონა გაფრინდაშვილის სარჩელი კალიფორნიაში სასამართლოს 16 სექტემბერს წარედგინა.

როგორც სარჩელშია ნათქვამი, სერიალის ერთ-ერთ ეპიზოდში ნონა გაფრინდაშვილის კარიერული მიღწევების შესახებ არასწორი ინფორმაცია გაჟღერდა. კერძოდ, „ნეთფლიქსის“​ სერიალის ერთ-ერთ ეპიზოდში ნათქვამია, რომ გაფრინდაშვილს მამაკაც მოჭადრაკესთან არასდროს უთამაშია, რაც სიცრუეს წარმოადგენს. სარჩელში ნათქვამია, რომ „ლაზიერის გამბიტში“ აღწერილი ეპიზოდი 1968 წელს განვითარებულ მოვლენებს აღწერს, რა დროსაც გაფრინდაშვილს უკვე ჰქონდა ნათამაშები 50-ზე მეტ მამაკაც მოჭადრაკესთან.

სარჩელში ასევე ნათქვამია, რომ „ნეთფლიქსმა“ დამატებითი შეურაცხყოფა მიაყენა ნონა გაფრინდაშვილს, როდესაც ის რუს მოჭადრაკედ წარადგინა იმის მიუხედავად, რომ საქართველო დღემდე ებრძვის რუსეთის აგრესიას.

ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატები „ნეთფლიქსისგან“ ზარალის ასანაზღაურებლად სულ მცირე ხუთ მილიონ დოლარს ითხოვენ. მოჭადრაკის ინტერესებს ამერიკელ კოლეგებთან ერთად ქართველი იურისტების ჯგუფი იცავს.

მსგავსი სიახლეები