გელათი დამთვალიერებლებისა და მომლოცველებისთვის ისევ დაკეტილია

გელათის მონასტერი დამთვალიერებლებისა და მომლოცველებისთვის ისევ დაკეტილია. 

ფაქტი "ევროპა ჩვენი სახლიას" დამფუძნებელმა თორნიკე ბარათაშვილმა  გააპროტესტა. 

"სახელმწიფო ისევ შეცდომას ჩადის, დანაშაულებამდე მისული შეცდომაა, რომ სახელმწიფო მალავს პროცესს, მალავს იმ მანიპულაციების შესახებ ინფორმაცის, რომელსაც აწარმოებს და პლუს გელათის მონასტრის სრული ჩაკეტვა კიდევ ერთი შეცდომის გამეორებაა, რომელიც სახელმწიფომ 1 თვის წინ დაუშვა. აღმოსავლეთ კარიბჭე შიგნიდან არის დაკეტილი. სამხრეთ კარიბჭის ჭიშკარზე პირდაპირ არის მიყენებული ავტომობილი "ნივა", რომ არ მოხდეს ადამიანის შიგნით გადაადგილება. არ ვიცი, რომელ მტერს ელოდებიან სამხრეთიდან გელათში", - აცხადებს თორნიკე ბარათაშვილი. 

სამონასტრო კომპლექსის შესასვლელში არსებული ცნობის თანახმად, მოწვეული ექსპერტების შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფის მიზნით ძეგლის ტერიტორიაზე  შეხვლა დროებით შეზღუდულია.  

"საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მოწვევით გელათის სამონასტრო კომპლექსს რიგით მეორე ვიზიტით ეწვია UNESCO-ს ექსპერტი, რომელიც გელათში 23-30 ივნისს იმყოფებოდა. მისი საქართველოში ამჟამინდელი ვიზიტის მიზანია, გელათის სამონასტრო კომპლექსის კედლის მხატვრობის მდგომარეობის მონიტორინგი და არსებული მდგომარეობის შედარება ივნისში არსებულ მდგომარეობასთან",- ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტაძარში არასწორად ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაობის შედეგად დაზიანდა უნიკალური ფრესკები, რაც საზოგადოების პროტესტის მიზეზი გახდა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები