ახალქალაქში საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის იუბილეზე რეკრუტებმა სამხედრო ფიცი დადეს

19 სექტემბერი უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის დაარსების დღეა. იუბილე ცენტრის დისლოკაციის ადგილზე, ახალქალაქში, თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და ინვენტარით აღჭურვილი ბაზის ტერიტორიაზე საზეიმო ღონისძიებით აღნიშნა. ამ დღესთან დაკავშირებით რეკრუტთა საწვრთნელი I ასეულის 140 სამხედრო მოსამსახურემ სამხედრო ფიცი დადო. დღეიდან ისინი საკონტრაქტო-სამხედრო სამსახურს საქართველოს თავდაცვის ძალების სხვადასხვაქვედანაყოფში გაივლიან.

თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა ზურაბ ხვიჩიამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული გმირების მემორიალი გახსნეს და მათ ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ რეკრუტებს ფიცის დადების მნიშვნელოვანი დღე, ასევე, ცენტრის პირად შემადგენლობას იუბილე მიულოცა, საქართველოს წინაშე ღირსეული სამსახური უსურვა და საწყისი საბრძოლო მომზადების მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა. სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა და იუბილე მიულოცა საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ზაქარია კალანდაძემაც.

პირადი შემადგენლობა ცენტრის კაპელანმა, დეკანოზმა ალექსანდრემ დალოცა.

დღესვე, საბრძოლო მომზადებაში მიღწეული წარმატების, მაღალი საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებისთვის, ასევე, წარმატებული სამხედრო ოპერაციებისა და ფართომასშტაბიანი სწავლებების დაგეგმვისა და მართვისას გამოჩენილი პროფესიონალიზმისთვის, სამხედრო მოსამსახურეები უწყებრივი ჯილდოებით, გენერალკვინიტაძის, გენერალ მაზნიაშვილისა და გიორგი ანწუხელიძის სახელობის მედლებით დააჯილდოვეს.

საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრი 2020 წლამდე განთავსებული იყო სხვადასხვა, დროებითი დისლოკაციის ადგილზე. ახალი ცენტრი ახალქალაქში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის პერიოდში, 2020 წლის სექტემბერში გაიხსნა. მისი გადაწყვეტილებით, საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე (BCT) ჩარიცხული რეკრუტები, მომზადების პერიოდში, ყოველთვიურად 500 ლარისოდენობით ანაზღაურებას იღებენ. ბაზაზე შეიცვალა და გარემონტდა შენობა-ნაგებობები, ყაზარმები, სასადილოები, მოწესრიგდა შიდა ინფრასტრუქტურა და სრულად განახლდა საკომუნიკაციო სისტემები. ცენტრი ერთდროულად 800 სამხედრო მოსამსახურეს ამზადებს.