spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კორონავირუსით ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგი გარდაიცვალა

კორონავირუსული ინფექციის შედეგად 62 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის წევრი, მაღალყოვლადუსამღვდელოესი ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგი.

 

მეუფე სერგი მკურნალობის კურსს ბოჭორიშვილის კლინიკაში გადიოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

 

ინფორმაციას “მსოფლიო საეკლესიო სიახლენი” ავრცელებს.

 

“მსოფლიო საეკლესიო სიახლენი” მწუხარებას გამოთქვამს მიტროპოლიტ სერგის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ნეკრესის ეპარქიის სამღვდელო და სამონაზვნო დასს, განსვენებული მღვდელმთავრის ოჯახის წევრებს, სულიერ შვილებსა და ახლობლებს.

 

უფალმა აცხოვნოს ახალშესვენებული ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგი და მისცეს მას საუკუნო ხსენება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები