ვლადიმერ ზელენსკი - დღეს გაერო პენსიაზე გასული სუპერგმირივითაა, რომელმაც დაივიწყა, რისი გაკეთება შეეძლო

დღეს კი გაერო პენსიაზე გასულ სუპერგმირს ჰგავს, რომელმაც დაივიწყა რისი გაკეთება შეეძლო. ის საკუთარ თავს მიიჩნევს ტვირთად, სუსტ, ავადმყოფი, არასაჭირო მოხუცად, რომლის სიცოცხლეც უშედეგოდ გავიდა. იქნებ გაეროს ახსოვს რამე?, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"გაეროს დიდი ხანია მხოლოდ კრიტიკა ესმის. ესმის ბრალდებები, რომ არაფერი შეუძლია. ყველაზე საშინელი ბრალდება ის არის, რომ გაერო ერთა ლიგად იქცა. დღეს გაერო პენსიაზე გასული სუპერგმირივითაა, რომელსაც დაავიწყდა, რისი გაკეთება შეეძლო. გაერო თავს უძლურ და სუსტ მოხუცად გრძნობს, რომლის ცხოვრებამ ჩაიარა. 

იქნებ გაერო გაიხსენებს რამეს? გაიხსენოს, თუ როგორ მიიღო 1981 წლიდან მილიარდზე მეტმა ადამიანმა სუფთა სასმელ წყალზე წვდომა, ვინ უზრუნველყო 83 ქვეყანაში 90 მილიონზე მეტი ადამიანი საკვებით, ვისი დამსახურებით გაქრა ისეთი სირცხვილი, როგორიც აპარტეიდია, ვისი „ცისფერი ჩაფხუტები“ უზრუნველყოფენ მშვიდობას ათეულობით ქვეყანაში, ვინ შექმნა "იუნესკო“, რომელიც იცავს ვატიკანს, ვერსალს, აკროპოლისს და მთლიანობაში 1154 უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს მსოფლიოში? "იუნისეფი“, რომელიც იცავს ბავშვებს მსოფლიოს 190 -ზე მეტ ქვეყანაში?

მოდით ვაჩვენოთ ყველას, რომ გადაწყვეტილი გვაქვს, ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი ურთიერთქმედების გასაძლიერებლად", - განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები