პაატა იმნაძე - როგორც კი ახალი ტალღა წამოვა, ისევ იმას ნიშნავს, რომ გვექნება ძალიან მაღალი ავადობა და ძალიან მაღალი სიკვდილიანობა

ავიცრებით, არ იქნება სიკვდილიანობა, არ ავიცრებით, გველის ის დღეები, რაც აგვისტოში, -  ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ "ფორმულას" ეთერში განაცხადა.

"ეს რაოდენობა არის იმის მეოთხედი ჩვენი მოსახლეობის, რაც დაგეგმილი გვქონდა. შესაბამისად, როგორც კი ახალი ტალღა წამოვა, ისევ იმას ნიშნავს, რომ გვექნება არამარტო ძალიან მაღალი ავადობა, არამედ, რაც მთავარია, ძალიან მაღალი სიკვდილიანობა. ჩვენ ხომ გვაქვს უკვე მაგალითები, ნებისმიერ მსოფლიო პლატფორმაზე რომ შეხვიდეთ, ისრაელში, ჩვენზე გაცილებით მეტია ავადობა 100 000 მოსახლეზე, მაგრამ სიკვდილიანობა არის ჩვენზე რვაჯერ-ათჯერ ნაკლები. რომ შევადაროთ, ასევე, სერბეთს - ავადობა თითქმის ისეთია, როგორიც ჩვენთან. ბრიტანეთში არის ჩვენზე ათჯერ ნაკლები სიკვდილიანობა, სერბეთშიც ჩვენზე გაცილებით ნაკლები. ეს არის გადამწყვეტი - ვიქნებით აცრილი, არ იქნება სიკვდილიანობა, არ ვიქნებით აცრილი, სამწუხაროდ, ჩვენ იგივე დღეები მოგველის, რაც დღესაც არის და რაც იყო, კიდევ უფრო კატასტროფული, აგვისტოში", - განაცხადა იმნაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები