სკოლების მასწავლებელთა და ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 65% ვაქცინირებულია

საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 65% ვაქცინირებულია, -  ინფორმაციას ამის შესახებ განათლების სამინისტრო ავრცელებს.

მისივე ცნობით, მასწავლებელთა იმუნიზაციისთვის ბოლო თვეების განმავლობაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და UNICEF-ის თანამშრომლობით, ქვეყნის მასშტაბით საინფორმაციო კამპანია აქტიურ რეჟიმში იმართება. შედეგად, ბოლო ორ თვეში აცრილი მასწავლებლების რაოდენობა 9%-დან 65%-მდე გაიზარდა და მათი რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.

განათლების სფეროს წარმომადგენლებისათვის ამცრელი კაბინეტები გამოყოფილია საქართველოს მასშტაბით მოქმედ იმუნიზაციის ყველა ცენტრში და წინასწარი რეგისტრაციის გარეშე აქტიურად მიმდინარეობს როგორც საჯარო და კერძო სკოლების, ასევე პროფესიული სასწავლებლებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენელთა მასობრივი ვაქცინაცია.

განათლების სამინისტორში აღნიშნავენ, რომ თბილისსა და საქართველოს ყველა რეგიონში ვაქცინაცია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები