სოხუმის დაცემიდან 28 წელი გავიდა

სოხუმის დაცემიდან 28 წელი გავიდა

სოხუმის დაცემიდან 28 წელი გავიდა. 1992 წლის 14 აგვისტოს დაწყებული შეიარაღებული დაპირისპირება ომში გადაიზარდა, რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა.

ქართულ შენაერთებს აფხაზებთან ერთად ჩრდილოეთ კავკასიიდან დაქირავებული მებრძოლები, კაზაკთა მილიციისა და არაოფიციალურად გუდაუთაში განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზის შენაერთები ებრძოდნენ.

სოხუმისთვის გადამწყვეტ ბრძოლას 27 ივლისს სოჭში ცეცხლის შეწყვეტისა და და სამხედრო ტექნიკის კონფლიქტის ზონიდან გაყვანის შესახებ დადებული შეთანხმება უძღოდა, თუმცა აფხაზური მხრიდან ის 16 სექტემბერს დაირღვა.

ამ დღეს სეპარატისტებმა ფართომასშტაბიანი იერიში მიიტანეს სოხუმზე ზღვიდან, ჰაერიდან და ხმელეთის მისადგომებიდან. საქართველოს კი, შეთანხმების თანახმად, ამ დროისთვის მძიმე შეიარაღების დიდი ნაწილი უკვე კონფლიქტის ზონიდან გაყვანილი ჰყავდა. მასობრივ შემოტევას სუსტი შეიარაღებით ქართულმა ნაწილებმა ვერ გაუძლეს. ქალაქი საბოლოოდ დაეცა.

სოხუმის დაცემის დღეს რუსმა ოკუპანტებმა და აფხაზმა სეპარატისტებმა აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა, გურამ გაბისკირია და რაულ ეშბა, რომლებმაც გაქცევაზე უარი თქვეს, მთავრობის სახლის წინ 30-მდე ქართველთან ერთად დახვრიტეს, ალექსანდრე ბერულავა კი უგზოუკვლოდ დაიკარგა. 

27 სექტემბერს დაეცა სოხუმი, 29 სექტემბერს – ოჩამჩირე, 30 სექტემბერს კი გალი, რითაც აფხაზეთი სეპარატისტების ხელში გადავიდა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების სრულ დამარცხებას რეგიონში ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა მოჰყვა. გადარჩენილი 300 ათასი ადამიანი კი საკუთარ სამშობლოში დევნილად იქცა.

მსგავსი სიახლეები