გრიგოლ ლილუაშვილი - მე რატომ უნდა დამიბარონ, რა შუაში ვარ, რა იცით, რომ სუს-ის თანამშრომლები არ დადიან გამოკითხვაზე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, სავარაუდო ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და საქმის მსვლელობის პროცესში სუს-ის თანამშრომლებიც იკითხებიან.

"მე რატომ უნდა დამიბარონ. რა შუაში ვარ. თქვენ რა იცით, რომ სუს-ის თანამშრომლები არ დადიან გამოკითხვაზე. რა თქმა უნდა, იკითხებიან. თუ ჩათვლის გამოძიება, ყველა გამოიკითხება. თუმცა არავინ არ დაიჩაგრება, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, ვინც საქმეს აკეთებს. გამოძიების შედეგად დადგინდება, რა პროვოკაციაც იგეგმებოდა", - განაცხადა ლილუაშვილმა. 

კითხვაზე, რომ ოპოზიცია თანამდებობიდან მის გადადგომას ითხოვს, ლილუაშვილმა განაცხადა, რომ „ოპოზიციის ჭკუაზე ვერ ივლიან“.

"ოპოზიციის ჭკუაზე ვერ ვივლით. სამწუხაროდ, ეს ცხოვრება ასეა, რომ საქმე უნდა აკეთოს იმან, ვინც საქმის გაკეთება იცის“, – აღნიშნა ლილუაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები