ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ დიახაც, ვაწარმოებთ მოსმენებს, ოღონდ კანონის მიხედვით და კანონის ფარგლებში

ეს არის ფაბრიკაცია, პირდაპირი შეთქმულება და შეტევა ეკლესიაზე, სახელმწიფოზე, – ამის შესახებ  პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადა.

"რაც შეეხება მოსმენებს, მოსმენები ყველა ქვეყანაში ხორციელდება რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში, მათ შორის ჩვენი სახელმწიფოც არ არის გამონაკლისი. ჩვენ დიახაც, ვაწარმოებთ მოსმენებს, ოღონდ კანონის მიხედვით და კანონის ფარგლებში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, გავრცელებული ჩანაწერებთან დაკავშირებით კითხვებს გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხები, რასაც როგორც პრემიერი ამბობს, დრო სჭირდება.

"ჯერ ერთი, გამოძიებამ უნდა მოახდინოს იდენტიფიცირება, ამას გარდა, ავთენტურობა უნდა შეისწავლოს, უნდა შეისწავლოს გავრცელებული ფაბრიკაციები და ასევე გააკეთოს ანალიზი, რა იყო რეალურად ფაბრიკაცია და რა – ნამდვილი ჩანაწერი. ამას სჭირდება დრო, ამას სჭირდება ანალიზი და საბოლოო პასუხებს გაგვცემს გამოძიება. ძალიან ბევრმა ადამიანმა მათ შორის უარყო და ძალიან ბევრი იმდენად არასერიოზული, ტყუილის შემცველი ჩანაწერი იყო, მით უმეტეს ვიცით რა სააკაშვილის და „ნაციონალების“ ხელწერა, ბუნებრივია, ჩვენ ველოდებოდით, რომ ეს იყო დიდი სიყალბე და ორგანიზებული შეტევა სახელმწიფოზე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები