ციციშვილის კლინიკაში 8 წლის კოვიდინფიცირებული მოზარდის მდგომარეობა მძიმეა.
კლინიკის ინფორმაციით, ამ დროისათვის კლინიკაში 60 ბავშვი გადის მკურნალობას, საიდანაც 21 რეანიმაციული პაციენტია.
“ამჟამად კლინიკაში 100-მდე პაციენტია, აქედან 60 არის ბავშვი. რეანიმაციაში კვლავ 21 პაციენტია, 3 ბავშვი იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე, ამათგან ერთ-ერთი 15 წლის ბავშვი მოიხსნა მართვითი სუნთქვიდან, მაგრამ ამჟამად დაინტუბირებულია და მართვით სუნთქვაზე გადავიდა 8 წლის სხვა პაციენტი, რომელიც ასევე ჰოსპიტალიზირებულია სხვა კლინიკიდან”, – განაცხადეს კლინიკაში.