კახა კოჟორიძე - ამ დღეებში ვაპირებთ, ხალვაშის ორივე ჩვენება გამოვდოთ საჯაროდ

თბილისის საქალაქო სასამართლოში "რუსთავი 2"-ის საქმის განხილვა დასრულდა. დღევანდელ სხდომაზე გამოიკითხა 2 მოწმე, რომლებმაც ტელევიზიის წილების დათმობასთან დაკავშირებულ ზეწოლებზე ისაუბრეს.

მათ პროცესზე 2004 წლის მაისი-ივნისის პერიოდი გაიხსენეს.

მომჩივანი მხარე ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში ინფორმირებული იყო, რომ დვალსა და აქიმიძეს ტელევიზიის წილები ნების საწინააღმდეგოდ დაათმობინეს. 

"ლაპარაკი იმაზე, რომ მხოლოდ 2006 წელს გაიგო, რომ ჩვენ პრობლემები გვქონდა და თურმე არ დაგვითმია ჩვენი ნებით, ცოტა ღიმილისმომგვრელია მარტივი მიზეზის გამო - ქიბარ ხალვაში ჩვენთან ხომ არ ურთიერთობდა, ურთიერთობდა სამ ძალოვან, სახელმწიფო მინისტრთან, რომლებიც სთავაზობდნენ ქიბარ ხალვაშს ტელევიზიის ყიდვას. პლუს, ქიბარი ადასტურებს, რომ ფინანსურადაც მათთან გაასწორა ანგარიში", - განაცხადა დავით დვალმა.

მომჩივანი მხარის ადვოკატი კახა კოჟორიძე აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში აპირებენ ქიბარ ხალვაშის ჩვენების გასაჯაროებას, რასაც მისი შეფასებით, შეიძლება დაეფუძნოს სასამართლოს გადაწყვეტილება მათ სასარგებლოდ.

"ხალვაშის ჩვენება დევს საქმეში. თუ ნებაყოფლობითია და თუ სწორია, რაც იქ წერია, მაშინ ეს არის ყველაზე მაგარი მტკიცებულება ჩვენთვის, რომელსაც პირდაპირ შეიძლება დაეფუძნოს სასამართლოს გადაწყვეტილება ჩვენს სასარგებლოდ მიღებული. აქვე დავაანონსებ, რომ ამ დღეებში ჩვენ ვაპირებთ, ხალვაშის ჩვენება ოფიციალური სახით, რაც არის მიცემული პროკურატურაში, პირველიც და მეორეც, ყოველგვარი კომენატრების გარეშე, გამოვდოთ საჯაროდ", - აცხადებს ადვოკატი. 

ქიბარ ხალვაშის პოზიციას სასამართლოში დღეს პაატა სალია წარმოადგენდა. მან კიდევ ერთხელ მოიტანა ციტატები ქიბარ ხალვაშის ჩვენებიდან, როდესაც მან განმარტა, რომ მას არ ჰქონდა ინფორმაცია ზეწოლებზე, ეს მოგვიანებით გაიგო და მას ამოძრავებდა  მხოლოდ ბიზნესინტერესები. მან ასევე აღნიშნა, რომ აქიმიძესა და დვალს ჰქონდათ შესაძლებლობა სასამართლო დავა დაეწყოთ ადრე და გაუგებარია, რატომ დაიწყეს ახლა, როდესაც საქმე არის ხანდაზმული. 

"გავლენა, ჩემი აზრით, არცერთ მტკიცებულებას, რომელიც საქმეშია, საქმის საბოლოო შედეგზე არ შეუძლია მოახდინოს, იქიდან გამომდინარე, რომ სარჩელი არის ხანდაზმული. დღეს ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, კითხვები დაგვესვა ერთმანეთისთვის. ჩემი შეკითხვები, ძირითადად, ეხებოდა იმას, თუ რატომ არ განახორციელეს თავიანთი უფლებები 2012-ში, 2013-ში, 2014 წელს, სანამ ქიბარ ხალვაში სარჩელს შეიტანდა სასამართლოში, რატომ არ მიმართეს მათ სამოქალაქო სასამართლოს, რატომ გაუშვეს ხანდაზმულობის ვადები.

პასუხი იყო, რომ იმედოვნებდნენ, რომ პროკურატურა ოდესმე გამოიძიებდა ამ საქმეს და რაღაც შედეგს დააყენებდა. აბსოლუტურად აცდენილია მათი მოლოდინები იმ სამართლებრივ რეალობას და პროცედურებს, რაც ქვეყანაში არსებობს. ქიბარ ხალვაშის 2 ჩვენება დევს საქმეში, რაც გაკეთებულია სისხლის სამართლის საქმეზე, შესაბამისად, რაც არ უნდა დამასუსტებელი შეკითხვები დასვან, ჩემი აზრით, იმაზე მეტ ინფორმაციას ვერ გასცემს, ვიდრე აქვს გაცემული პროკურატურაში", - განაცხადა პაატა სალიამ. 

სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებამდე კიდევ ერთი სხდომა 13 ოქტომბერს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები