ნიკა მელია - ვერც წინაპრების და ვერც მომავალი თაობის წინაშე ვიქნებით პირნათელი, ვიდრე არ დავიბრუნებთ სოხუმს და საქართველოს

ჩვენ ვერც წინაპრების და ვერც მომავალი თაობის წინაშე ვიქნებით პირნათელები, ვიდრე არ დავიბრუნებთ სოხუმს და  არ დავიბრუნებთ საქართველოს,  - ამის შესახებ დღეს „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ  ნიკა მელიამ გლდანში ოპოზიციის შეთანხმებული კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, 27 სექტემბერი იქცა დღედ, როდესაც ყველას გვახსოვს, რა არის მთავარი.

"დღეს 27 სექტემბერია, სოხუმის დაცემის დღე, დღე,  როცა ბევრი გმირი უნდა გავიხსენოთ. ის ადამიანები უნდა გავიხსენოთ, რომელთაც უთანასწორო ბრძოლაში მხოლოდ საკუთარი სახელი დაა ღირსება ქონდათ. არა ტყვია-წამალი, არა დახმარება, არა ქმედითი და მოქმედი სახელმწიფო, არამედ მხოლოდ საკუთარი სახელი და საკუთარი ღირსება.  ეს ადამიანები იბრძოდნენ და ეს ბრძოლის ესტაფეტა დღეს ჩვენს ხელთაა. ეს ბრძოლა გრძელდება. ეს ბრძოლა გაგრძელდება, ვიდრე  თითოეული ქართველი არ იგრძნობს თავს გაერთიანებული საქართველოს მოქალაქედ.

ძალიან ბევრმა ქართველმა, ჟიული შარტავამ, გურამ გაბისკირიამ დამარცხების დღე ღირსების დღედ აქციეს, ამით მოგვცეს  მაგალითი, რომ დღეს  ამდები წლის შემდეგ 27 სექტემბერი იქცა მთავარი მიზნის დღედ, ანუ დღედ, როცა ყველამ ვიცით, რა არის მთავარი,

ჩვენ ვერც წინაპრების წინაშე ვიქნებით მართალი და  ვერც მომავალი თაობის წინაშე ვიქნებით პირნათელები, ვიდრე არ დავიბრუნებთ სოხუმს, არ დავიბრუნებთ საქართველოს“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

მელიას თქმით, საქართველოს გაერთიანება შეუძლებელია, ვიდრე ქვეყანას  ყავს გენერალი ლებედის პოლიტიკური მოკავშირე და დამფინანსებელი ბიძინა ივანიშვილი.

როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნავს, ეს უნდა დასრულდეს 2 ოქტომბერს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები