სკოლებში ყველა მოსწავლისთვის პირბადის ტარება სავალდებულო იქნება

განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, 4 ოქტომბერს სწავლა გაგრძელდება საკლასო ოთახებში როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებში. მისივე თქმით, ასევე 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი დაიწყება ყველა საბავშვო ბაღში.

"ძალიან კარგი და სასიხარულო ამბავი გვაქვს საზოგადოებისთვის, კერძოდ, 4 ოქტომბერს საბავშვო ბაღების მუშაობა სრულად აღდგება. რასაკვირველია, ეს ეხება როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ბაღებს. ყველა სკოლაში, საჯარო და კერძო სკოლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 4 ოქტომბერს სწავლა გაგრძელდება საკლასო ოთახებში, ანუ დასწრებულ ფორმატში. ეს ძალიან, ძალიამ დიდი მიღწევაა და ყველას გილოცავთ“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

რაც შეეხება პროფესიულ კოლეჯებსა და უნივერსიტეტებს, ჩხენკელის განმარტებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ უფლება ეძლევათ, რომ 4 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი გაანაახლონ აუდიტორიებში.

"კოლეჯები და უნივერსიტეტები გადაწყვეტილებებს იღებენ თვითონ, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, რასაკვირველია, სამინისტროსთან შეთანხმებით. აქ განსაკუთრებით ხაზი მინდა გავუსვა, რომ ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები და სამედიცინო პროტოკოლი იქნება ზედმიწევნით დაცული“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

მისივე თქმით, სკოლებში ყველა მოსწავლისთვის აუცილებელი იქნება პირბადის ტარება.

უახლესი ამბები