ირაკლი ღარიბაშვილი - ხვალ მივემგზავრები ბაქოში, უახლოეს მომავალში კი ვაპირებ სომხეთში ჩასვლას

ხვალ მივემგზავრები ბაქოში, მექნება შეხვედრა პრეზიდენტ ალიევთან, უახლოეს მომავალში კი ვაპირებ სომხეთში ჩასვლას- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და მას ძალიან კარგი და ნდობაზე დამყარებული ურთიერთობა აქვთ ჩამოყალიბებული, ასეთივე ურთიერთობა აქვს მას სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან და როცა ქვეყნებსა და ლიდერებს შორის ნდობა არსებობს, იქ ყველა საკითხი შესაბამისად გადაწყდება.

"ხვალ მივემგზავრები ბაქოში, მექნება შეხვედრა პრეზიდენტ ალიევთან, რომელსაც მე დიდ პატივს ვცემ და ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს ჩამოყალიბებული. ნდობა გვაქვს, რაც მთავარია და როცა ქვეყნებსა და ლიდერებს შორის ნდობა არსებობს, იქ ყველა საკითხი შესაბამისად გადაწყდება. ასეთივე ურთიერთობა მაქვს ბატონ ფაშინიანთან, რომელიც სულ რამდენიმე კვირის წინ თბილისში იმყოფებოდა და მეც ვაპირებ უახლოეს მომავალში სომხეთში ჩასვლას. მე ამ მიმართულებით მაქსიმალურად დავიხარჯები და სასარგებლო როლს შევასრულებ ორ ქვეყანას შორის“,- განცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები