თეა წულუკიანმა ქართული სპორტის მუზეუმის დირექტორად ნინო სალუქვაძე წარადგინა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ქართული სპორტის მუზეუმის დირექტორად ნინო სალუქვაძე წარადგინა.

ტყვიის სროლაში ოლიმპიური, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი და არაერთი ტიტულის და რეკორდის მფლობელი ნინო სალუქვაძე დღეიდან ქართული სპორტის მუზეუმზე იზრუნებს. მინისტრის თქმით, მას შემდეგ, რაც 2018 წელს, სპორტის მუზეუმი ეროვნულ მუზეუმში გაერთიანდა, სპორტის ექსპონატებს მზრუნველობა არ მოჰკლებია, რაც სპორტის მუზეუმის თანამშრომლების დამსახურებაა, მაგრამ ეს ექსპონატები დღემდე ეროვნული მუზეუმის ერთ-ერთ დარბაზში ყუთებშია მოთავსებული და რეალურად სპორტის მუზეუმი მხოლოდ ქაღალდზე არსებობს.  სამინისტროს მიზანია, რომ ქართული სპორტის ბრწყინვალე გამარჯვებების ამსახველი თასები, მედლები თუ სხვა ექსპონატები იყოს არა ყუთებში, არამედ სპორტის გულშემატკივარს და თავად სპორტსმენებსაც ხელი მიუწვდებოდეთ მათზე.

თეა წულუკიანის თქმით, დაწყებულია მუშაობა იმისთვის, რომ სპორტის მუზეუმს ჰქონდეს შესაფერისი საგამოფენო დარბაზი და ამ პროცესს სამინისტროსთან ერთად დღეიდან სახელოვანი სპორტსმენი ნინო სალუქვაძე უხელმძღვანელებს.

ნინო სალუქვაძე ერთადერთი ქალი სპორტსმენია ოლიმპიური თამაშების ისტორიაში, რომელმაც მეცხრე ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზა. ის იყო საქართველოს ოლიმპიური გუნდის მედროშე ტოკიოში ახლახან დასრულებულ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე და მსოფლიოს წამყვანი სპორტული მედიასაშუალებების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა.

თეა წულუკიანის განცხადებით, ნინო სალუქვაძე გახლავთ ქართული სპორტის ლეგენდა, ადამიანი, რომელმაც ყველაზე კარგად იცის გამარჯვების ფასი და ის ქართული სპორტის საგანძურს ყველაზე კარგად მოუფრთხილდება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2020 წლის 19 აპრილის ბრძანებით საქართველოს ეროვნული მუზეუმის ბაზაზე ჩამოყალიბდა ოთხი მუზეუმი/მუზეუმთა ჯგუფი, რომელთა შორის ერთ-ერთი არის სწორედ სპორტის მუზეუმი.

ამავე გადაწყვეტილების თანახმად, მუზეუმის მმართველი ორგანო გახდა ამ მუზეუმთა/მუზეუმთა ჯგუფების დირექტორთა 4-კაციანი საბჭო. დირექტორატის საქმიანობის კოორდინაციას ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი უწევს, თუმცა ზემოხსენებული 4 მუზეუმის/მუზეუმთა ჯგუფის ხელმძღვანელებს მათდამი დაქვემდებარებული ორგანიზაციების ფონდების, კოლექციებისა და საკადრო რესურსის მართვა დამოუკიდებლად შეუძლიათ.

მსგავსი სიახლეები