ხატია დეკანოიძე - საქართველოს მესამე პრეზიდენტს არაფერი სჭირს შესაწყალებელი, ველოდებით გამარჯვებას

საქართველოს მესამე პრეზიდენტს არაფერი სჭირს შესაწყალებელი, 2 ოქტომბერს ჩვენ ველოდებით გამარჯვებას, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის მერობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ Front News-ს განუცხადა.

ქვეყანაში არსებულ საარჩევნო გარემოსა და მოლოდინებზე, ასევე საქართველოში მესამე პრეზიდენტის ქვეყანაში  დაბრუნების საკითხებზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი Front News-ს ესაუბრა.

- არჩევნებამდე 2 დღით ადრე რა განწყობაა ამომრჩეველში და არის თუ არა რეალურად მზაობა ცვლილებებისადმი?

- მოლოდინი ძალიან დიდია გამარჯვების და ეს გამარჯვება დადგება 2 ოქტომბერს. წერტილი უნდა დავუსვათ ამ უპერსპექტივობას. უამრავი ადამიანი ტოვებს ქვეყანას სიღარიბის, უპერსპექტივობის გამო და ითხოვს თავშესაფარს, ამიტომაა საქართველო  იძირება იმ ჭაობში, რომელშიც ყოფნა გადაუწყვიტა ივანიშვილმა. ამის შესაჩერებლად ვემზადებით ყველა, 2 ოქტომბერს  ჩვენ უნდა დავაღწიოთ თავი ამ უპერსპექტივობას  და ვადამდელ არჩევნებს მივაღწიოთ, "ქართულმა ოცნებამ" ვერ უნდა აიღოს 43 პროცენტი. 

- როგორ აპირებთ დაიცვათ ხმები შესაძლო გაყალბებისაგან?

- მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მოსახლეობამ იაქტიუროს, ეს არის ყველაზე მძლავრი ბერკეტი გაყალბების წინააღმდეგ. რაც უფრო ბევრი მივალთ არჩევნებზე და მივცემთ ხმას "ქართული ოცნების" წინააღმდეგ, ეს იქნება პირველი დაცვა გაყალბებისაგან. გარდა ამისა,  ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ საერთაშორისო საზოგადოებასთან, ყველა დარღვევაზე ვაძლევთ მათ ინფორმაციას, პრაქტიკულად, ყველა წვრილმანზე, თუ ამომრჩევლის აქტიურობა იქნება მაღალი, ჩვენ შევძლებთ სასურველი შედეგის დადებას.   

- მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ჩამოსვლასთან დაკავშირებით კეთდება უამრავი განცხადება, ევროპარალმენტარის ვიოლა ფონ კრამონის განცხადებით, საქართველოს ინტერესებს არ ემსახურება ახლა მისი ჩამოსვლა. რას იტყვით ამის შესახებ?

- "ქართულმა ოცნებამ" ყველა დასავლურ ღირებულებას უღალატა, რაც კი არსებობს, მათ შორის ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მონაწილეობით შემუშავებული დოკუმენტით  აღებულ ვალდებულებებს. ამ კრიტიკულ დროს ვერავინ აუკრძალავს მიხეილ სააკაშვილს საკუთრ სამშობლოში დაბრუნებას, მით უფრო, რომ ის მოდის საქართველოსთვის ამ მნიშვნელოვან რეფერენდუმზე თითოეული ხმის დაცვაში მონაწილეობისათვის. ის ჩამოდის, როდესაც უკვე დასრულებული იქნება საარჩევნო პროცესი. 

- დრო ისეთია შერჩეული, რომ პრობლემური იქნება ერთდროულად საარჩევნო უბნებზე ხმის დასაცავად ყოფნა და ამავდროულად აეროპორტში მესამე პრეზიდენტის დასახვედრად წასვლა. ეს ხომ არ გამოიწვევს ყურადღების რომელიმე მიმართულებით მოდუნებას?

- ჩვენ ყველა ვიქნებით უბნებზე, დავიცავთ მიღებულ ხმებს, მე ვიქნები ქუთაისში, ჩემი მეგობრები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. ყველა ჩვენი აქტივი დავდგებით ხმების დასაცავად, მესამე პრეზიდენტის მოწოდებაც ასეთი იყო. ის მშვიდობიანად, დედასთნ ერთად ჩამოდის საქართველოში, რომ ხელის შეუწყოს  ქვეყნის ამ მდგომარეობიდან გამოსვლას, ამიტომ ხმების დაცვა არის უპირველესი. ამიტომ აქტიურობა და აქტიურობა, თუ არ მივედით არჩევნებზე, შესაძლებელია, ქვეყანა უმძიმეს ჭაობში გადავარდეს და დაიღუპოს. ჩვენ ვართ ძალიან მძიმე მდგომარეობაში, ამიტომ მნიშვნელოვანია, ბევრი მოქალაქე მივიდეს არჩევნებზე და ხმა მისცეს "ქართული ოცნების" წინააღმდეგ. 

- ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა განაცხადა,  რომ "დედას ბუშტი ბრუნდება",  პრემიერმა კი მესამე პრეზიდენტი მოიხსენია,  როგორც "მიხო", რაც იტყვით ხელისუფლების პირველი პირების ამ განცხადებებზე? 

- ეს აგრესიული განცხადებები არის "ქართული ოცნების" ზიზღის კამპანიის ნაწილი. წულუკიანის  განცხადებას რაც შეეხება, წარმოუდგენელია, ასეთ განცხადებას ქალი აკეთებდეს. ეს ქალი წარმოადგენს ზოგადად ზიზღის განსახიერებას. ასეთი არის ღარიბაშვილის განცხადებებიც, მაგრამ მე შევახსენებ მათ, რომ მათი სიტყვები "ქართული ოცნების" მხარდამჭერებზე გამამხნევებლად არ მოქმედებს, რადგან ისინი არ წარმოადგენენ მათთვის ავტორიტეტებს.  

- გამოითქმის ვარაუდები, რომ მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა, შეიწყალოს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ამაზე ისაუბრა ნიკა მელიამ და აღნიშნა ისიც, რომ ამის დასაბალანსებლად პროკურატურა ახალ ბრალდებებზე მუშაობს. გიორგი გახარიამ კი განაცხადა, რომ თუ სააკაშვილი ჩამოვა საქართველოში, ეს დასრულდება ამნისტიით. რას ფიქრობთ, რამდენად მოსალოდნელია ეს?

- მე არ ვიცი, არაფერი ამის ინდიკატორი არ არის, ერთს გეტყვით, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს შესაწყალებელი არაფერი სჭირს. არ არის ეს ის საქმეები, რომელიც არის სამართლებრივად გამაგრებული, არცერთმა ქვეყანამ არ ცნო პოლიტიკური დევნა მის წინააღმდეგ. 

- მაგრამ არსებობს განაჩენები

- გასაგებია, მაგრამ საქართველოს მოქალაქეების ნების აღსრულების შემდეგ ყველაფერი გასწორდება, მათ შორის პოლიტიკური მართლმსაჯულების არარსებობის პირობებში ყველა ადამიანი იქნება თანასწორი მართლმსაჯულების წინაშე, ეს არის მთავარი. ახალი ბრალდებების წამოყენებასაც არ გამოვრიცხავ, სხვა საქმე არ აქვთ ამ ქვეყანაში, გარდა იმისა, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულებით, ან უკანონო თვალთალითა და მიყურადებით დაკავდნენ. ამ ყველაფერს ხედავს საქართველოს მოსახლეობა. 

- ანუ თქვენ გულისხმობთ, რომ ის სამართლიანი სასამართლოს მიერ გასამართლდება? მანამდე ხომ მას დაპატიმრება ემუქრება?

- ობიექტური მართლმსაჯულების პირობებში არ იარსებებდა ეს საქმე, მე ამას ვგულისხმობ, რაც შეეხება დაპატიმრებას, მას ყველაფერი გაცნობიერებული აქვს, ამიტომ მთავარია, ახლა ჩვენ ყველამ ერთად ხმები დავიცვათ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ეს უნდა ესმოდეს საქართველოს ყველა მოქალაქეს.

- ოპოზიციის ნაწილს აშინებს პოლარიზაციის გაღრმავება, კეთდებოდა ასეთი განცხადებებიც სააკაშვილის ჩამოსვლასთან მიმართებით, რას იტყვით ამის საპირწონედ?

- მესმის, მათ აქვთ სრული უფლება იფიქრონ და თქვან, რაც უნდათ, ჩვენ გვაქვს პარტნიორული ურთიერთობა ძალიან ბევრ ოპოზიციურ პარტიასთან. ჩვენ ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა ძალამ გამოვაცხადეთ, რომ კოალიციურ მმართველობაში  ვხედავთ საქართველოს მომავალ მმართველობას, ამისათვის ჩვენ დავთმეთ ბევრი, მათ შორის მაჟორიტარი დეპუტატები თბლისის საკრებულოში. 

- თქვენ კენჭს იყრით ქუთაისის მერის პოსტზე, რა შედეგს ელოდებით  და რას იტყვით თქვენს კონკურენტზე "ქართული ოცნებიდან"? 

- ველოდებით გამარჯვებას, ქუთაისი არ იმსახურებს სუსის კანდიდატურას. ის არ მოვიდა ადგილობრივ ტელევიზიაში დებატებზე, სამწუხაროა, რომ ეშინია ადამიანების, მოქალაქეების კითხვების, ჟურნალისტების, პრაქტიკულად, ის ანგარიშვალდებულია სუსის  წინაშე და არა მოქალაეების. საბრალოა ასეთი ადამიანი და მას პოლიტიკოსაც ვერ ვუწოდებ. 9 წელია, "ქართულ ოცნებას" არაფერი გაუკეთებია ამ ქალაქისთვის, გადააყოლეს მხოლოდ თავის ქეიფებს. ასე არ გამოვა, ამიტომ ჩვენ ველოდებით 2 ოქტომბერს გამარჯვებას.

ირინა მაკარიძე 

Front News

მსგავსი სიახლეები