უკრაინაში საქართველოს ელჩად გიორგი ზაქარაშვილი ინიშნება

უკრაინაში საქართველოს ელჩად გიორგი ზაქარაშვილი ინიშნება. როდის შეუდგება ის უფლებამოსილების განხორციელებას, უახლოეს მომავალში უნდა გახდეს ცნობილი. 

ზაქარაშვილმა ამ თანამდებობაზე თეიმურაზ შარაშენიძე შეცვალა, რომელიც პოსტს 2019 წლის სექტემბრიდან იკავებდა, თუმცა 2020 წლის გაზაფხულზე საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ოფიციალური თბილისის პოზიციის გამო, ის კიევიდან გამოიწვიეს და უკან თითქმის ერთი წლის შემდეგ, მიმდინარე წლის აპრილში დაბრუნდა.

Front News Ukraine-ის ექსკლუზიური ინფორმაციით კი, თანამდებობა 20 სექტემბერს დატოვა, როდესაც ოფიციალურად შვებულებაში გავიდა.

დიპლომატი გიორგი ზაქარაშვილი მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე, ასევე იყო რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციაში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი.