სუსი - შესაძლებელია ნიკა გვარამიასთან ერთად, მკვლელობის სამიზნე იყოს სხვა ჟურნალისტიც

სუს-ის კონტრტერორსტული ცენტრის უფროსის მოადგილის ბაჩა მგელაძის განცხადებით, ტელეკომპანია "მთავარის" დამფუძნებელსა და დირექტორს, ნიკა გვარამიას შესაძლო მკვლელობის მომზადების საქმეზე დამატებითი ინფორმაცია მიაწოდეს და მისცეს უსაფრთხოების ზომების გამკაცრების რეკომენდაცია.

მგელაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება ნიკა გვარამიას მკვლელობის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს, შესაძლებელია, მკვლელობის სამიზნე სხვა ჟურნალისტიც იყოს, თუმცა მის ვინაობას არ აკონკრეტებს.

"მიმდინარეობს გამოძიება განზრახ შეკვეთილი მკვლელობის მომზადების ფაქტზე, შესაბამისად, გამოძიების ფარგლებში ჩვენს მიერ დაბარებული იქნა ნიკა გვარამია, მას მიეწოდა გარკვეული სახის ინფორმაცია და მიეცა რეკომენდაციები უსაფრთხოების ზომების გამკაცრებასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ გამოძიება მიმდინარეობს ნიკა გვარამიას შეკვეთილი მკვლელობის ფაქტზე, თუმცა შესაძლებელია ნიკა გვარამიასთან ერთად, მკვლელობის სამიზნე იყოს სხვა ჟურნალისტიც", - განაცხადა ბაჩა მგელაძემ.

ნიკა გვარამია დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იმყოფებოდა. მისი თქმით, შესაძლო ტერორისტული აქტის მომზადების საქმეზე უწყებისგან დამატებით ინფორმაცია მიიღო და აღნიშნა, რომ საუბარი შეეხო დაცვის გაძლიერების საკითხს. 

მსგავსი სიახლეები