ნათია მეზვრიშვილი - ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე დავაყენეთ საკითხები, რომლებიც ეხება საარჩევნო ხმების დათვლის პროცესის ვიდეო-გადაღებას

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია და თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი დღეს ევროპარლამენტარებს შეხვდნენ, სადაც დააყენეს საარჩევნო ხმების დათვლის პროცესის ვიდეო-გადაღება და ასევე, განიხილეს ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო გარემოს.

"ყველაზე მნიშვნელოვანი რა საკითხიც ჩვენი მხრიდან დაისვა იყო კამერებთან დაკავშირებული საკითხი. მოგეხსენებათ ცესკომ გაავრცელა ურთიერთგამომრიცხავი განცხადება და ჩვენ ჯერ კიდევ, ხვალ არჩევნებია და არ ვიცით აპირებს თუ არა ცესკო შეასრულოს მის მიერვე მიღებული დადგენილება და აპირებს თუ არა ვიდეოგადაღება ხმების დათვლის პროცესის მიმდინარეობისას აწარმოოს ისე, რომ გამოჩნდეს ბიულეტენის პირველი გვერდი და გამოჩნდეს ამ პირველ გვერდზე შემოხაზული პარტია და შემოხაზული კანდიდატი, მას შემდეგ, რაც ვიდეოები აიტვირთება ცეკსოს მიერ განსაზღვრულ პორტალზე. ჩვენ ველოდებით ცესკოსგან ოფიციალურ განცხადებას ამაზე და ბუნებრივია ევროპარლამენტარებთან ამას გავუსვით ხაზი, იმიტომ, რომ ამის გარეშე საერთოდ კამერების არსებობას ეკარგება აზრი და ცვლილების არსი გახლდათ სწორედ ეს და ბუნებრივია ვუთხარით ევროპარლამენტარებს, რომ ჩვენ არ შევეგუებით ამას რომ ცესკოს მხრიდან ან საერთოდ ოცნების წარმომადგენლების მხრიდან რაიმე ტიპის მანიპულაციას ჰქონდეს ამ ნაწილში ადგილი" - აცხადებს ნათია მეზვრიშვილი. 

როგორც ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე ისაუბრეს პარტია „საქართველოსთვის“ წინააღმდეგ მიმართულ ცილისმწამებლურ კამპანიაზე და პოლიტიკური ნიშნით დევნაზე. 

"შემდეგი საკითხი, რაზეც ვისაუბრეთ იყო წინასაარჩევნო გარემო, რა გარემოშიც პარტიას „საქართველოსთვის“ მოუწია მუშაობა მიუხედავად იმისა, რომ ოცნების პოლიტიკური ხელმძღვანელობა ერთმანეთის მიყოლებით აკეთებდა განცხადებებს, რომ თითქოს საარჩევნო გარემო იყო სამართლიანი, იყო მშვიდი და თავისუფალი, ეს ყველაფერი ძალიან შორს იყო თავისუფალისგანაც, სამართლიანისგანაც და მშვიდისგანაც. იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავდით  ცილისწამების კამპანიას ჩვენი პარტიის ლიდერის მიმართ, ჩვენი პარტიის წევრების მიმართ, ვხედავდით თავდასხმებს, ვხედავდით პოლიტიკური ნიშნით დევნას მთელი 4 თვის განმავლობაში... და არ გვინახავს არც ერთი სამართლებრივი პასუხი პროკურატურის მხრიდან და არც ერთი პოლიტიკური პასუხი ოცნების ხელმძღვანელობისგან, რომ მინიმუმ დაეგმოთ მაინც სიძულვილის ის ენა, რასაც ჩვენი პარტიის მისამართით ადგილი ჰქონდა. ბუნებრივია ჩვენ ვუთხარით ევროპარლამენტარებს, რომ ამ ყველაფერმა ჩვენს მიერ ჩატარებულ წინასაარჩევნო კამპანიაზე მოახდინა გავლენა. მიუხედავად ამისა, ხვალ არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები და მოვუწოდებ მოქალაქეებს მოვიდნენ არჩევნებზე და გააკეთონ არჩევნები ქვეყნის მომავლისთვის, თუ უნდათ, რომ ეს ურთიერთდაპირისპირება და პოლარიზაცია, რასაც ამ ქვეყანაში ქმნის ერთის მხრივ ქმნის „ქართული ოცნება“ და მეორეს მხრივ „ნაციონალური მოძრაობა“ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს" - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები