ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. დეპუტატმა დე ფაქტო შსს-ს შენობასთან ცეცხლი გახსნა

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპარლამენტო დეპუტატმა ალმასხან არძინბამ სოხუმში, დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან ლანძღვით, გინებით და უცენზურო შეძახილებით "კალაშნიკოვიდან" ცეცხლი გახსნა.

რუსული მედიის ინფორმაციით, ე.წ. შსს-სთან არძინბა სამსახურებრივი ავტომობილით მივიდა და 20 გასროლის შემდეგ, ტერიტორიიდან გაიქცა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ბოლო დღეების განმავლობაში ოკუპირებულ სოხუმში ე.წ. აფხაზეთის პარლამენტის "დეპუტატის" ცეცხლის გახსნის ეს უკვე მეორე შემთხვევაა. 

30 სექტემბრის საღამოს "დეპუტატმა" გარი კოკაიამ რესტორან "რინას" მახლობლად ჰაერში ხუთჯერ გაისროლა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილი დატოვა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები