დმიტრო კულება - მიხეილ სააკაშვილი ჩვენი მოქალაქეა და შესაბამის მხარდაჭერას გავუწევთ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება საქართველოში მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ უკრაინა მას შესაბამის მხარდაჭერას გაუწევს.

კულებას თქმით, უკრაინა ყველა თავის მოქალაქეს დაიცავს, როდესაც მათ პრობლემები ექმნებათ.

"ბუნებრივია, ის არის ჩვენი მოქალაქე და ჩვენ მას შესაბამის მხარდაჭერას გავუწევთ. საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი ჩვენი მოწვევით საგარეო საქმეთა სამინისტროში მოვა და მასთან ყველაფერს განვიხილავთ. ჩვენ უკრაინის ყველა მოქალაქეს ვიცავთ, როდესაც ისინი განსაცდელში აღმოჩნდებიან“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში გუშინ დააკავეს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი რუსთავში, სასჯელაღსრულების მეთორმეტე დაწესებულებაშია გადაყვანილი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები