ნიდერლანდების სამეფოში, პოლონეთში, უკრაინაში, შვედეთსა და მექსიკაში საქართველოს ახალი ელჩები დაინიშნენ

ნიდერლანდების სამეფოში, პოლონეთის რესპუბლიკაში, უკრაინაში, შვედეთსა და მექსიკაში საქართველოს ახალი ელჩები დაინიშნენ, – ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.

ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დავით სოლომონია დაინიშნა.

2017-2021 წლებში დავით სოლომონია ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და კარიბის ქვეყნების გაერთიანებაში საქართველოს წარმომადგენელი გახლდათ. დავით სოლომონია დიპლომატიურ სამსახურში 1995 წლიდან სხვადასხვა თანამდებობებზე საქმიანობს. 2014-2017 წლებში, დავით სოლომონია საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას იკავებდა.  2006-2013 წლებში გახლდათ  ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს საელჩოში და ევროკავშირთან საქართველოს  წარმომადგენლობაში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი.  2003-2005 წლებში საგარეო საქმეთა მინისტრის სამდივნო დეპარტამენტის დირექტორი, ასევე ევროკავშირთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.  1999 -2003 წლებში იგი იკავებდა საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში პირველი მდივნის თანამდებობას.  1998 წელს საქმიანობდა გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში. 1998-1999 წლებში საქმიანობდა  საგარეო  საქმეთა სამინისტროს  საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობაზე.  2019 წელს, დავით სოლომონიას მიენიჭა საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

პოლონეთის რესპუბლიკაში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ზურაბ ბერიძე დაინიშნა.

ზურაბ ბერიძე საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში 1991 წლიდან სხვადსხვა პოზიციაზე საქმიანობს. მათ შორის 2014-2018 წწ გახლდათ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბულგარეთის რესპუბლიკაში, 2004-2008 წწ-ში კი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუმინეთსა და მოლდოვას რესპუბლიკაში. ზურაბ ბერიძე 2018 წლიდან დღემდე გახლდათ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სამდივნოს უფროსი, მანამდე კი სხვადასხვა წლებში იკავებდა შემდეგ პოზიციებს, კერძოდ 2000-2004 წწ მეორე ევროპული დეპარტამენტის დირექტორი, სუამი-ს ეროვნული კოორდნატორი, 2000 წელს პირველი ევროპული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, 1997-2000 წწ-ში საქმიანობდა საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში გაეროში, 1992-1997 წწ გახლდათ საგარეო საქმეთა სამინისტროში საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორი, 1991-1992 წწ-ში კი სხვადასხვა დროს საქმიანობდა აშშ-ს, ევროპის და სამინისტროს ანალიზის სამმართველოებში.  აღსანიშნავია, რომ ზურაბ ბერიძე ბულგარეთის პრეზიდენტის მიერ 2018 წელს დაჯილდოვებულია ბულგარეთის „მადარის ცხენოსნის“ პირველი ხარისხის ორდენით. 2006 წელს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. ზურაბ ბერიძე გახლავთ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი.

უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრიდან გიორგი ზაქარაშვილი დაინიშნა, გიორგი ზაქარაშვილი 2019 წლიდან დღემდე იკავებდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას.

გიორგი ზაქარაშვილი დიპლომატიურ სამსახურში 2004 წლიდან სხვადასხვა პოზიციებზე საქმიანობდა.  2016-2019 წლებში, იგი გახლდათ რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, 2007-2011 წლებში კი  უფროსი მრჩევლი. 2012-2016 წლებში, გიორგი ზაქარაშვილი უკრაინაში საქართველოს საელჩოსა და სუამ-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის პოზიციაზე საქმიანობდა. 2011-2012 წლებში, გიორგი ზაქარაშვილი, საგარეო საქმეთა სამინისტროში იკავებდა ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ურთიერთობების სამმართველოს უფროსის თანამდებობას. 2007 წლებში საქმიანობდა  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გლობალურ ურთიერთობათა დეპარტამენტში, 2004-2007 წლებში კი რუსეთის დეპარტამენტში.  სხვადასხვა დროს გიორგი ზაქარაშვილი საქმიანობდა პრეზიდენტთან არსებული დსთ-სა და მშვიდობიანი კავკასიის საქმეთა სახელმწიფო ბიუროში, სახელმწიფო მინისტრის აპარატში, ქ. თბილისის მერიაში.  2019 წელს, გიორგი ზაქარაშვილს მიენიჭა საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.

აღსანიშნავია, რომ უკრაინაში საქართველოს ყოფილი ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე უკრაინიდან გამოწვეული იქნა მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან და იგი საქმიანობას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გააგრძელებს.

შვედეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ირაკლი ხუცურაული დაინიშნა. იგი 2019 წლიდან დღემდე შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოში უფროსი მრჩეველის პოზიციას იკავებდა.

ირაკლი ხუცურაული დიპლომატიურ სამსახურში 2003 წლიდან  საქმიანობს. 2004-2008 წლებში გახლდათ იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში და ქ. რომში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს წარმომადგენლობაში მრჩეველი, ხოლო 2008-2013 წლებში იტალიაში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი. 2003-დან 2008 წლამდე სხვადასხვა პერიოდში ირაკლი ხუცურაული იკავებდა საკონსულო დეპარტამენტში საკონსულო-ანალიტიკური სამმართველოს უფროსის და საკონსულო-სამართლებრივი სამმართველოს უფროსის თანამდებობებს. მას 2010 წელს მინიჭებული აქვს უფროსი მრჩევლის დიპლომატიური რანგი.

მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ზაზა გაბუნია დაინიშნა.

ზაზა გაბუნია 2017-2020 წწ-ში გახლდათ საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი; რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე; შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC), დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე;  2016-2017 წწ. – სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი; 2019 წ. – დეცენტრალიზაციის სტრატეგიის (2019-2025) განმხილველი საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე; 2014-2016 წწ. – თბილისის მთავრობის წევრი; ნაძალადევის რაიონის გამგებელი.  2013-2014 წწ. – თბილისის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე. 20102-13 წწ. – თბილისის საკრებულოს ადამიანის უფლებების დაცვის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.  არის ათობით საგაზეთო და ინტერნეტ პუბლიკაციის, წიგნის ავტორი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები