ნიკა კვარაცხელიას ოჯახი - არსებობს საფრთხე, რომ მკვლელობის რეალური მოტივის დაფარვის მიზნით, დამკვეთმა აკო ჭელიძისა და გიორგი კავილაძის ლიკვიდაცია მოახდინოს

ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობილი პირის ადვოკატი გიორგი გვაჯაია ნიკოლოზ კვარაცხელიას ოჯახის განცხადებას ავრცელებს.

"ჩვენ, კატეგორიულად გამოვრიცხავთ ნიკოსა და ამ საქმეზე ბრალდებულთა შორის რაიმე ბანალური მიზეზით კონფლიქტის არსებობასაც კი, რადგან ნიკო საერთოდ არ იცნობდა მათ. მოვუწოდებთ აკო ჭელიძისა და გიორგი კავილაძის ოჯახებს, დაუყოვნებლივ გადასცენ მათი დამნაშავე შვილები სამართალდამცავ ორგანოებს, ვინაიდან არსებობს საფრთხე, სამართლიანი მართლმსაჯულების განხორცილებაზე ხელშეშლისა და მკვლელობის რეალური მოტივის დაფარვის მიზნით, დამკვეთმა მოახდინოს მათი ლიკვიდაცია“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ნიკა კვარაცხელიას ვერაზე 15 სექტემბერს ზურგიდან 10 ტყვია ესროლეს, მიღებული ჭრილობების შედეგად ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა.

განზრახ მკვლელობის საქმეზე, გამოძიებამ ორი პიროვნების ვინაობა დაადგინა, რომელთაც დაუსწრებლად წარედგინათ ბრალი და აღკვეთის ღონისძიების სახედ განესაზღვრათ პატიმრობა. მიმდინარეობს მიმალვაში მყოფ პირთა ძებნა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები