ჯიმ რიში - საქართველოში ჩატარებული არჩევნები წარმოუდგენელ იმედგაცრუებას იწვევს

ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში საქართველოში ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"ამ შაბათ-კვირას საქართველოში ჩატარებული არჩევნები წარმოუდგენელ იმედგაცრუებას იწვევს და დრამატულად განსხვავდება 2012 წლის არჩევნებისგან, რომლებსაც მე ვაკვირდებოდი. შეწუხებული ვარ დაშინებისა და ხმების მოსყიდვის შესახებ მრავალი ცნობის გამო. 

საქართველოს მთავრობამ მეორე ტურის ორგანიზებისას უნდა მოაგვაროს ეუთო-ს მიერ ხაზგასმული საკითხები, მათ შორის ძალადობა, რომელიც ვიხილეთ საარჩევნო პერიოდის დროს და თამაშის არათანაბარი პირობები მმართველ პარტიასთან დაპირისპირებული პარტიებისთვის. სამართლიანი და ღია არჩევნები ძლიერი დემოკრატიის ნიშანია“, – ნათქვამია სენატორ ჯიმ რიშის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები