"ფეისბუქი" - ბოდიშს ვუხდით ყველას და ვმუშაობთ, რათა მეტი გავიგოთ იმაზე, რაც მოხდა

კომპანია "ფეისბუქი“ გათიშვის მთავარ მიზეზად კონფიგურაციის არასწორ განახლებას ასახელებს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, არ გააჩნიათ რამე მტკიცებულება, რომ სოციალური ქსელის მუშაობის მასშტაბური შეფერხების გამო მომხმარებელთა პირად მონაცემებს საფრთხე შეექმნა.

"ჩვენი სერვისები კვლავ დაკავშირებულია ქსელთან და ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რომ სრულად აღვადგინოთ მუშაობის ნორმალური რეჟიმი. მოცემული მომენტისთვის გვსურს, განვმარტოთ, რომ ამ შეფერხების ძირითად მიზეზად მიგვაჩნია კონფიგურაციის არასწორი ცვლილება. ჩვენ ასევე არ გვაქვს იმის მტკიცებულებები, რომ მომხმარებელთა მონაცემებს საფრთხე შეექმნა ამ შეფერხების შედეგად.

მთელს მსოფლიოში ადამიანები და კომპანიები გვენდობიან ყოველდღიურად, რომ ერთმანეთთან დაკავშირებულები დარჩნენ. ჩვენ ვაცნობიერებთ იმ გავლენას, რომელიც აქვს მსგავსი ტიპის შეფერხებებს ადამიანების ცხოვრებაზე და ჩვენი პასუხისმგებლობაა, ადამიანები გვყავდნენ ინფორმირებული ჩვენი სერვისების შეფერხების შესახებ. ჩვენ ბოდიშს ვუხდით ყველას, ვინც დაზარალდა და ვმუშაობთ, რათა მეტი გავიგოთ იმაზე, რაც დღეს მოხდა, რომ ჩვენი ინფრასტრუქტურა უფრო მდგრადი გავხადოთ“, – ნათქვამია განცხადებაში.

მასშტაბური ხარვეზის გამო, „ფეისბუქის“, „ვოთსაპისა“, „მესენჯერის“ და „ინსტაგრამის“ სერვისები მომხმარებელთათვის მსოფლიოს მასშტაბით რამდენიმე საათის განმავლობაში მიუწვდომელი იყო.

უახლესი ამბები