ანა ბუჩუკური - დღეს გვაქვს სრულიად ახალი პოლიტიკური რეალობა ქვეყანაში, დღეს არ ხართ მხოლოდ ნაცები და ქოცები

"დღეს გვაქვს სრულიად ახალი პოლიტიკური რეალობა ქვეყანაში, დღეს არ ხართ მხოლოდ ნაცები და ქოცები, დღეს ჩვენ, გუნდი საქართველოსთვის ვართ  ყველა მუნიციპალიტეტში და გვაქვს რეალური ბერკეტი დავასრულოთ ქვეყანაში ორპარტიული მმართველობა“ - ასე მიმართა პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტ საბჭოს წევრმა და დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა  დეპუტატებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

"პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს გაკეთებული არჩევანისთვის. ადამიანებს, რომლებმაც მიუხედავად სისტემური ზეწოლისა და დაშინებებისა, მიუხედავად სამსახურიდან გათავისუფლებებისა, მიუხედავად იარაღის ჩადებისა და მანქანის დაცხრილვისა, მიუხედავად მუქარებისა ოჯახის წევრების და ახლობლების მიმართ, მიუხედავად ბინძური, პროპაგანდისტული ტყუილებისა და სამარცხვინო ბანერებზე კიდევ უფრო სამარცხვინოდ გიორგი გახარიას ფოტოს გამოფენისა, რომელიც სხვათა შორის არჩევნების ღამესვე ჩამოხსნეს. ამით უბრალოდ დაამტკიცეს, რომ მხოლოდ გახარიას და ჩვენს გუნდს ებრძოდნენ მთელი ამ ხნის განმავლობაში და მიუხედავად სააკაშვილთან ერთად დამდგარი მასკარადისა, თითოეულ ადამიანს, ჩვენს მხარდამჭერს მინდა გულწრფელად დიდი მადლობა გადავუხადო პირადად მეც და მთელი ჩვენი გუნდის სახელით, რომ მოხვედით 2 ოქტომბერს და გააკეთეთ ღირსეული არჩევანი საქართველოსთვის. მადლობა ნდობისთვის და მადლობა, აი, ამ გამოჩენილი სიმტკიცისთვის“ - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

მისი თქმით, პარტია „საქართველოსთვის“ წარმოდგენილია ყველა მუნიციპალიტეტში, საიდანაც დაიწყება ქვეყანაში ცვლილებები.

"მიუხედავად იმისა, რომ ნაცმოძრაობა და ორგანიზაცია ოცნება აკეთებდით და აკეთებთ ყველაფერს, რომ ეს ქვეყანა, ასე ვთქვათ, ჩაკეტილ წრეზე ატრიალოთ, დღეს გვაქვს სრულიად ახალი პოლიტიკური რეალობა ქვეყანაში. დღეს არ ხართ მხოლოდ ნაცები და ქოცები, დღეს ყველა მუნიციპალიტეტში ვართ ჩვენი გუნდი საქართველოსთვის. პირველად, ბოლო 18 წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა ძალა, რომელსაც აქვს რეალური ბერკეტი, რომ ბოლომდე მიიყვანოს დაწყებული საქმე და დაასრულოს ქვეყანაში ორპარტიული მმართველობა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი გუნდი მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილი არის ადგილობრივ ხელისუფლებაში, საიდანაც რა თქმა უნდა ვიწყებთ ცვლილებებს. ეს არჩევნები ნამდვილად იყო ცვლილებების არჩევნები, როგორც ამას ჩვენ პირველივე დღიდან ვამბობდით და ეს დადასტურდა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაგრძელებთ ყველა სამართლებრივი ბერკეტის გამოყენებას თითოეული ჩვენი მოქალაქის, ჩვენი ამომრჩევლის ხმების დასაცავად და ბრძოლა რა თქმა უნდა საქართველოსთვის მხოლოდ ახლა იწყება“ - აცხადებს ბუჩუკური. 

ანა ბუჩუკური "ქართული ოცნების" დეპუტატს, მიხეილ ყაველაშვილსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის მეთოდები, რომელიც პარტია „საქართველოსთვის“ წევრებზე და მხარდამჭერებზე იქნა გამოყენებული, არ ჯერა რომ ყაველაშვილისთვის მისაღებია.

„არ შემიძლია არ გამოვეხმაურო მიშას კომენტარს, მხოლოდ იმიტომ რომ მიშა შენ ხარ. აქ სხვებმაც იკადრეს, მაგრამ სხვების აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო არ არის. მიშა, რატომღაც მგონია, რომ შენთვის, პირადად შენთვის, ის მეთოდები, რაც ჩვენი გუნდის და ჩვენი გუნდის მხარდამჭერების მისამართით იქნა გამოყენებული, არ მჯერა, რომ შენთვის მისაღებია: ზეწოლები, დაშინებები, სამსახურიდან გაშვებები, იარაღის ჩადებები და პროპაგანდისტული, ბინძური ტყუილები, მიშა, დანარჩენის აზრი საინტერესო არ არის. მადლობა“ - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები