ნიკოლოზ სამხარაძე ვარშავაში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს მარჩინ ფშიდაჩს შეხვდა.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე საუბრის თემას ასევე წარმოადგენდა ქვეყანაში მიმდინარე პროცესები და 2 ოქტომბერს ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები.

აგრეთვე მიმოხილულ იქნა სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული ვითარება და გამოწვევები, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხები.

ნიკოლოზ სამხარაძე, პოლონელ მასპინძელს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე და ამ მიმართულებით პოლონეთის მხარდაჭერაზე ესაუბრა. ასევე, გააცნო ჩვენი ქვეყნის ამბიციური გეგმა 2024 წელს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადის გაკეთებასთან დაკავშირებით.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე პოლონეთში, ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში მონაწილეობს, სადაც სიტყვით გამოსვლისას, შავი ზღვის რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, მიმდინარე პროცესებსა და რეგიონალურ უსაფრთხოებაში საქართველოს როლზე ისაუბრებს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები