ოკუპანტების მიერ დაკავებული სამი მოქალაქიდან ერთ-ერთი ქართულ მხარეს გადმოეცა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა გორის სოფელ ერგენთის მიმდებარედ საქართველოს 3 მოქალაქე უკანონოდ დააკავეს.

"უკანონო დაკავების მომენტიდან მოხდა "ცხელი ხაზის" გააქტიურება, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების ინფორმირება. უკანონოდ დაკავებული ერთი პირი უახლოეს პერიოდში გადმოეცემა საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა უკანონო პატიმრობაში დარჩენილი პირების გათავისუფლების მიზნით.

ადამიანების უკანონო დაკავებები მნიშვნელოვნად ართულებს საოკუპაციო ხაზს გასწვრივ არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურობას. უკანონო დაკავებებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას", - აღნიშნულია განცხადებაში.

არსებული ინფორმაციით, დაკავებისას ერთ-ერთი მოქალაქე დაშავდა, რის გამოც ის ქართულ მხარეს გადმოსცეს. დაშავებული ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მსგავსი სიახლეები