სენატორი ჯინ შაჰინი - საარჩევნო პროცესი მხოლოდ არჩევნების დღე არაა, ჩვენი ურთიერთობა მოითხოვს, საქართველომ დაიცვას დემოკრატიული პრინციპები

ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში, საქართველოს არჩევნებს აფასებენ. სენატის საგარეო კომიტეტის, ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯინ შაჰინი „ამერიკის ხმის“ შეკითხვის პასუხად აცხადებს, რომ საარჩევნო პროცესი მხოლოდ არჩევნების დღე არ არის.

"მაშინ, როცა მე შვება მომგვარა იმან, რომ არჩევნების დღემ ძირითადად მშვიდობიანად ჩაიარა და არჩევნები ტექნიკურად კარგად ადმინისტრირებული იყო, საქართველოს მთავრობა ვერ გადაფარავს მნიშვნელოვან შეშფოთებას საარჩევნო დარღვევების, დაშინების, ხმების მოსყიდვისა და კანდიდატებზე ზეწოლის გარშემო“, - აცხადებს სენატორი.

"ქართველი ხალხი იმსახურებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, რათა ჰქონდეთ მათი ლიდერების და მომავლის არჩევის საშუალება და მე ნათლად ვთქვი, რომ საარჩევნო პროცესი მხოლოდ არჩევნების დღე არაა. შეერთებული შტატების და საქართველოს ურთიერთობა მოითხოვს, რომ საქართველომ დაიცვას მისი დემოკრატიული პრინციპები. მე გავაგრძელებ მოწოდებას ქართველი კანონმდებლების მიმართ, რომ მათ ეს პრინციპები შეასრულონ. თუ ეს ასე არ იქნება, ამას ჩვენს ორმხრივ ურთიერთობაზე ცუდი გავლენა ექნება, რაც არავის ინტერესებში არ შედის“, - აცხადებს სენატორი ჯინ შაჰინი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები