მსახიობი ამირან ქადეიშვილი გარდაიცვალა

მსახიობი ამირან ქადეიშვილი გარდაიცვალა

ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 85 წლის ასაკში საქართველოს სახალხო არტისტი ამირან ქადეიშვილი გარდაიცვალა.

მსახიობმა სასცენო მოღვაწეობა ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო თეატრში დაიწყო. პარალელურად, იღებდნენ ქართულ კინოში, სადაც არაერთი საინტერესო სახე შექმნა: ნიკოია („სემირამიდას ბაღები“), ტარბა („მთვარის მოტაცება“), ჭოლა („პირველი მერცხალი“), ხირხალა („სიყვარული ყველას უნდა“), კობიძე („სახლი ლესნაიაზე“), ერმილე მამალაძე („მევლუდი“).

2012 წელს მსახიობს ოზურგეთის თეატრის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს; 2018 წელს კი, ამირან ქადეიშვილს ჯილდო „ხელოვნების ქურუმი“ გადაეცა.