სამტრედიაში, საოლქო კომისიასთან ხმაური და დაპირისპირება იყო

სამტრედიის ცენტრში ხმაური და დაპირისპირება იყო. საოლქო კომისიასთან, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლები არჩევნების შედეგებს აპროტესტებდენ, "ქართული ოცნების" აქტივისტები მივიდნენ. ისინი ოპოზიციის წარმომადგენლებს და ასევე ჟურნალისტებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. 
ფიზიკური დაპირისპირების ზღვარზე მყოფი სიტუაციის განსამუხტად არაფერი მოუმოქმედებია სამართალდამცველებს, რომლებიც ადგილზე იმყოფებოდნენ.  

ინციდენტს თავისი ავტომანქანიდან სავარაუდოდ, თვალს ადევნებდა კარლო კალაძე. 

რაც შეეხება ოპოზიციის აქციას, საოლქო კომისიის წინ  "ნაციონალური მოძრაობის", "ევროპული საქართველოსა" და "ლელოს" წევრები  შეიკრიბნენ. მათი თქმით, დარღვევებით ჩაიარა, როგორც არჩევნებმა, ასევე დარღვევებით მოხდა საოლქო კომისიის მიერ ხმების გადათვლა.

აქციის მონაწილეები აცხადებენ,  საოლქოს ოქმებში დისბალანსია, ხოლო ასეულობით ბიულეტენი, სადაც არჩევანი ოპოზიციის  კანდიდატის სასარგებლოდაა გაკეთებული, გააბათილეს.

მათი მტკიცებით, მიღებული შედეგებით, სამტრედიაში მეორე ტური უნდა დანიშნილიყო, ამიტომ ისინი ოქმების ხელახალ გადათვლას მოითხოვენ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები