პეტრე ცისკარიშვილი - პოლიტსაბჭოს მთავარი საკითხი იქნება მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა, ასევე არჩევნების მეორე ტური

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს სხდომის მთავარი განსახილველი საკითხი საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან დახსნის გზები და მეორე ტურებისთვის მზადება იქნება.

პოლიტსაბჭოს სხდომაზე დასასწრებლად პარტიის წევრები პარტიის ოფისში უკვე შეიკრიბნენ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, მეორე ტურებში გამარჯვება იქნება ერთ-ერთი ბერკეტი, რითაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის ციხიდან დახსნას შეძლებენ. 

"პოლიტსაბჭოს მთავარი საკითხი იქნება, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა, ასევე არჩევნების პირველი ტურის შედეგებს გავააანალიზებთ და ვიმსჯელებთ,  როგორ ვემზადებით მეორე ტურებისთვის.  მეორე ტურებში გამარჯვება იქნება და არის ერთ-ერთი მთვარი ინსტრუმენტი, რითიც შეგვიძლია დავნიშნოთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და გამოვიხსნათ მიხეილ სააკაშვილი ამ პოლიტიკური პატიმრობიდან. მიხეილ სააკაშვილიც ამისკენ მოგვიწოდებს, რომ ბოლომდე ვიბრძოლოთ მეორე ტურებში", -  განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.  

მისი თქმით, პოლიტსაბჭოს სხდომაზე განიხილავენ ასევე აქციების საკითხსაც. მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის აქცია არა მხოლოდ რუსთავის ციხესთან,  არამედ სხვა ლოკაციებზეც გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები