spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მიქაელ ბოტკოველი – მიხეილ სააკაშვილმა მთხოვა, მის უწმინდესობას გადავცე, რომ სამკერდე ჯვარი დაუბრუნონ

მამა მიქაელ ბოტკოველი მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. 

 

მისი თქმით, მესამე პრეზიდენტს სულ რამდენიმე წუთის განმავლობაში ესაუბრა და არ შეუმჩნევია სისუსტე.

 

მან ასევე აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შეწყვეტაზე უარს აცხადებს.

 

რაც შეეხება ფსიქოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, ბოტკოველის თქმით, ის დარგის სპეციალისტი არაა და ვერაფერს იტყვის.

 

“მე არ ვყოფილვარ მის საკანში, შევხვდით ნეიტრალურ ზონაში და იქ არანაირი პირობები არ არის. მან მთხოვა მის უწმინდესობას გადავცე, რომ სამკერდე ჯვარი არ აქვს და იქნება ეს სამკერდე ჯვარი დაუბრუნონ”, – აღნიშნა მიქაელ ბოტკოველმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები