ნატოს სამხედრო კომიტეტის წარომადგენლები ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში იმყოფებოდნენ

ადმირალი რობ ბაუერის ხელმძღვანელობით საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ნატოს სამხედრო კომიტეტი ეწვია. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უმაღლესი სამხედრო ორგანოს დელეგაცია საქართველოშიუკვე მეოთხედ იმყოფება.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ნატოს სამხედრო კომიტეტის წარმომადგენლებს კრწანისში, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) მეთაურმა უმასპინძლა.

ცენტრის მეთაურმა დელეგაციის წევრებს საინფორმაციო ბრიფინგი ჩაუტარა, სადაც თავდაცვის ძალების საწვრთნელი შესაძლებლობები, ახალი და მშენებარე ინფრასტრუქტურა და საწვრთნელი სისტემებიგააცნო. სტუმრებმა ცენტრში მიმდინარე ეროვნული და მრავალეროვნული სამეთაურო საშტაბო სწავლებები - „დიდგორი 2021“ და „MAPLE ARCH“ პირადად დაათვალიერეს. ონლაინ რეჟიმში თურქეთ-აზერბაიჯან-საქართველოს სამმხრივ სწავლებას „Eternity 2021” და დამკვირვებელ-მაკონტროლებელის საერთაშორისო კურსის მიმდინარეობასაც დააკვირდნენ.

მოგვიანებით საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურსა და ნატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა.

გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და ადმირალმა რობ ბაუერმა თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის პროცესზე, ნატო-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის მნიშვნელობასა და სამომავლო პრიორიტეტებზე, ასევე შავი ზღვის უსაფრთხოების გარემოზე ისაუბრეს.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უმაღლესი სამხედრო ორგანოს ოფიციალური ვიზიტი საქართველოში კიდევ ერთხელ ადასტურებს ნატო-ს ურყევ მხარდაჭერას ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.

მსგავსი სიახლეები