ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ბათუმში ნანგრევებიდან კიდევ ერთი, მეცხრე გარდაცვლილის ცხედარი ამოიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ბოლოა, ვინც ნგრევის დროს შენობაში იმყოფებოდა.

ნგრევის შედეგად გარდაცვლილი 9 ადამიანიდან 4 ერთი ოჯახის წევრია, გარდაცვლილია ასევე დედა და მისი 12 წლის შვილი, ორი მამაკაცი და ერთი ასაკოვანი ქალი. დაღუპული 1 და 9 წლის ბავშვების დედა საავადმყოფოში გარდაიცვალა. დაღუპულთა შორის არის ბავშვების ბიძაც, რომელიც საქართველოში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა. 

ამ ოჯახიდან გადარჩა მამა და ერთი ბავშვი, რომელიც ნგრევის დროს მამას სკოლაში ჰყავდა წაყვანილი.

ამ დროისთვის საავადმყოფოში იმყოფება ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მაშველებმა გვიან ღამით ამოიყვანეს. კიდევ ერთი მოზარდი მაშველებმა ჩამონგრევიდან მალევე გადაარჩინეს, წლის და 4 თვის ბავშვი კორპუსთან მდგარ ავტომანქანაში იმყოფებოდა.

საქმეზე გამოძიების ფარგლებში 3 ადამიანია დაკავებული.

ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო 8 ოქტომბერს ჩამოინგრა.

11 ოქტომბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.