ირაკლი ღარიბაშვილი ერევანში ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური სომეხ კოლეგას ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილს და ქართველ ხალხს ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულ ადამიანთა გამო, კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

მხარეებმა განიხილეს “სამხრეთ კავკასიაში სამეზობლოს მშვიდობიანი ინიციატივა”, რომლითაც, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროში გამოვიდა. აღინიშნა, რომ ახალი სამშვიდობო ფორმატი ხელს შეუწყობს მშვიდობიანი კეთილმეზობლური ინიციატივის პერსპექტივებზე მსჯელობას, რომელშიც, სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებთან ერთად, საერთაშორისო პარტნიორებიც ჩაერთვებიან.

შეხვედრისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, საქართველომ გააგრძელოს აქტიური მედიაციის როლი, რათა უზრუნველყოფილი იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და რეგიონი ეტაპობრივად გარდაიქმნას ახალი შესაძლებლობების, განვითარებისა და მშვიდობის რეგიონად.ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა ასევე ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის მნიშვნელოვან თემებზე და იმსჯელეს ყველა იმ საკითხზე, რომელთა განხილვაც თბილისში ნიკოლ ფაშინიანის ოფიციალური ვიზიტისას გაიმართა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები