ბათუმის იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ჰოსპიტალი პალატაში ჭერის ჩამოშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ბათუმის იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ჰოსპიტალი პალატაში ჭერის ჩამოშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"ჰოსპიტლის ერთ-ერთ პალატაში თაბაშირ-მუყაოს ჩამოვარდნის შედეგად არავინ დაშავებულა. პაციენტების სხვა პალატაში, მათთვის უსაფრთხო გარემოში გადაყვანა დაუყოვნებლივ მოხდა. 

ჰოსპიტლის ადმინისტრაცია ბოდიშს უხდის პაციენტებს, მათი ოჯახის წევრებსა და  მედპერსონალს ინციდენტით გამოწვეული შიშისა და დისკომფორტისთვის.  ჰოსპიტლის საინჟინრო სამსახურების მიერ  მყისიერად მოხდა ფაქტის შესწავლა. დადგინდა, რომ ჩამოვარდა შეკიდული ჭერის, თაბაშირ-მუყაოს მსუბუქი კონსტრუქცია და მომხდარი არ მიანიშნებს შენობის კონსტრუქციის დაზიანებაზე. 

უსაფრთხოების ყველა ზომის მისაღებად, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩართულია ყველა შესაბამისი სამსახური და მოხდება დამატებითი სიღრმისეული ექსპერტიზა.  ჰოსპიტლის ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ იხდის ბოდიშს შექმნილი დისკომფორტისთვის. ამჟამად ყველა პაციენტი უსაფრთხო გარემოშია გადაყვანილი", - აღნიშნულია განცხადებაში.

ბათუმის იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალის ერთ-ერთ პალატაში ჭერი წუხელ ჩამოიშალა. შემთხვევის დროს  პალატაში ოთხი ბავშვი იყო. შედეგად არავინ დაშავებულა. 

თვითმხილველების თქმით, ჭერის ჩამონგრევის შემდეგ საავადმყოფოში ქაოსი დაიწყო. კლინიკაში მყოფი ბავშვების მშობლებმა კომპიუტერული ტექნიკა დაამტვრიეს და ადგილზე პასუხისმგებელი პირების მისვლას ითხოვდნენ.

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2FIashvilihospitalbatumi%2Fposts%2F4724399610917399&show_text=true&width=500" width="500" height="347" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share"></iframe>