მალხაზ დოლიძე - არ შეიძლება ასეთი დაბალი ფასის შენარჩუნება, პურზე 10-თეთრიანი მატება არაფერია

არჩევნებამდე რომ გაგვეძვირებინა პური, ქვეყნის მტრად მოგვნათლავდნენ და არ გაგვიკეთებია ეს ამბავი, - აცხადებს  “საქართველოს პურის მცხობელთა ასოციაციის" თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე Front News-თან საუბრისას. 

რას უკავშირდება პურის გაძვირდება და რას უნდა ველოდოთ ამ მიმართულებით, - საკითხზე  Front News-ს მალხაზ დოლიძეს  ესაუბრა. 

- რამ გამოიწვია პურის ფასის გაძვირება?

- მსოფლიო ბაზარზე ხდება ძალიან დიდი ეკონომიკური ცვლილებები. მსოფლიოში ერთი ტონა ხორბლის ფასი ისევ 300 დოლარზე ავიდა, კარგა ხანია, უკვე ასეა. ეს საკმაოდ მაღალი ფასია. ქართულად რომ გადმოვთარგმნოთ ეს, ერთი ტონა ხორბლის ფასი  ათას ას ლარზე მეტია. აქედან გამომდინარე, ჩვენ წისქვილებმაც ფქვილის ღირებულებაც საკმაოდ გაზარდეს. ერთი ტომარა პირველი ხარისხის ფქვილის ფასი დღეს 73 ლარი დაფიქსირდა. საკმაოდ  მაღალი ფასია. 73 ლარი რომ ეღირება ერთი 50 კგ-იანი ტომარა, გარდა ამისა, ვყიდულობთ საფუარს, მარილს, დამხმარე მასალებს, ვიხდით ხელფასის ფულს, ელექტროენერგიის, გაზის საფასურს, ეს ყველაფერი ზრდის პურის თვითღირებულებას, ამიტომ იძულებული გავხდით 10 თეთრი მოგვემატებინა. სხვა გზა აღარ დავიტოვეს და არ გვქონდა, რომ ჩავეტიოთ წარმოებაში. 

- თქვენ თქვით, რომ კარგა ხანია, გაძვირებულია ხორბალი, ახლა ფასის მომატება რას უკავშირდება?

- ამ ქვეყანაში არჩევნები არ მთავრდება და მაშინ როგორ მოვიქცეთ, მომავალ არჩევნებამდე წარმოებები დაიქცევა და როგორ მოვიქცეთ, თქვენ მასწავლეთ...

- ანუ, თქვენ ამბობთ, რომ არჩევნების შემდეგ მოხდა მომატება და არა არჩევნებამდე?

- აბა რა ვქნათ, სხვანაირად მოგნათლავდნენ ქვეყნის მტრად და არ გაგვიკეთებია ეს ამბავი.  დიდი ხანი ვითმენდით, მეტის მოთმენა არ შეიძლებოდა, ვალები დაგვიგროვდა..

- ვინ მოგნათლავდათ ქვეყნის მტრად, არჩევნებამდე რომ პური გაგეძვირებინათ, ხელისუფლება?

- არა, ხელისუფლება საერთოდ არ ჩარეულა ამაში, ჩვენი შეგნება იყო ასეთი. არაფერ შუაში არაა ხელისუფლება ამ შემთხვევაში. ხელისუფლებამ სუბსიდირება გააკეთა, ამის შემდეგ სუბსიდირება მუდმივად არ შეიძლებოდა. იმ სუბსიდირებამაც განა კარგი გააკეთა, ზოგმა მიიღო ეს სუბსიდირება, ზოგმა ვერა, ამანაც უკმაყოფილება გამოიწვია. ამიტომ, სუბსიდირება დასრულდა, ფქვილი არ გაიაფდა და პირიქით,  გაძვირდა, სხვა გზა ვეღარ დავინახეთ, გარდა პურის გაძვირებისა.

- ეს ფასი შენარჩუნდება თუ კიდევ მოსალოდნელია ზრდა?

- მე მგონი, უნდა შენარჩუნდეს, თუ 300 დოლარი დარჩება ხორბლის ფასი და არ მოიმატებს და მგონია, რომ მყარად არის ამ ფასზე გაჩერებული, მაშინ უნდა შენარჩუნდეს. კიდევ მინდა ერთი რამ იცოდეთ ძალიან კარგად - საქართველოში პური უფრო იაფია, ვიდრე რუსეთში, აზერაიჯანსა და სომხეთში, წარმოგიდგენიათ? არ შეიძლება ასეთი დაბალი ფასის შენარჩუნება. ჩვენ გვინდა არაფერი ღირდეს და პური იყოს. ვთვლი, რომ 10-თეთრიანი ფასის მომატება არაფერია, თუ არ გაბუქავენ ჟურნალისტები. მე გეკითხებით,  როგორ შეიძლება უფრო იაფი ღირდეს პური საქართველოში, ვიდრე ჩვენზე ძლიერ თურქეთში?

- ჩვენ ქვეყანაში პურის ფასი სოციალურ საკითხს უკავშირდება, პრობლემურია მოსახლეობისათვის 10 თეთრის მომატებაც კი..

- ტელევიზორს ვუყურებთ და ყველა ვხედავთ, ქვეყანაში რა მდგომარეობაა, უარეს მდგომარეობაში არიან ჩვენთან შედარებით სხვაგან, ასე ნუ ვიტყვით, რომ ჩვენ ვართ მხოლოდ "ჩემპიონები", კი, ჩვენთანაც სიღარიბეა,  მაგრამ,  მე მგონი.  პური დეფიციტი არ არის. რომ არ იყოს პური შეფუთული, მისი თვითღირებულება ნაკლები იქნებოდა. ამბობთ,  სოციალური საკითხია და  თან პური  შეფუთული უნდა იყოს, ეგრე სადაა? შეფუთული კიდევ ძვირი ღირს. 20 თეთრი ჯდება ეს შეფუთვა. სტანდარტი არ ითვალისწინებს შეფუთვას, ესეც მინდა იცოდეთ. უბრალოდ, შეფუთვას ითვალისწინებს, რომ კორონაა და არ გვინდა არ გვსიამოვნებს შეუფუთავი პური, შეფუთული ჰიგიენურად დაცულია. სოციალური პრობლემა თუა, მაშინ შეუფუთავიც  იყოს, ვისაც უნდა, მივიდეს, აიღოს. 

ირინა მაკარიძე

Front News

მსგავსი სიახლეები