ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთის მიერ საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას გმობს

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია მოამზადა, რომელშიც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას გმობს.

რეზოლუციის მიხედვით, ასამბლეა გმობს რუსეთის მუდმივ ძალისხმევას საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის რესპუბლიკის მიმართ წაახალისოს დესტაბილიზაცია, მათი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის რელსებიდან გადაყვანის მიზნით.

რეზოლუციის თანახმად, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა გამოხატავს შეშფოთებას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართველების მიმართ ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებისა და ეთნიკური კუთხით დისკრიმინაციის გამო, ხაზს უსვამს რუსეთის ფედერაციის მიერ ევროკავშირის შუამავლობით მიღებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების განხორციელების აუცილებლობას და იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების უფლებას, დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში.

გარდა ამისა, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა წევრი სახელმწიფოების მთავრობებსა და პარლამენტებს მოუწოდებს, გააძლიერონ საქართველოსა და უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის ძალისხმევის მხარდაჭერა, საქართველოსა და უკრაინის მიმართ გამოხატონ სოლიდარობა ერთობლივი წვრთნებითა და პრაქტიკული მხარდაჭერით და გააგრძელონ რუსეთის მიერ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკის ნაწილების დროებითი ოკუპაციისა და უკანონო ანექსიის დაგმობა, მათ შორის ნატო-რუსეთის საბჭოში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები