დავით ზურაბიშვილი - სააკაშვილი ხელისუფლებისათვის ციხეში უფრო საშიშია, ვიდრე გარეთ, ის გაცილებით უფრო მაღალ მორალურ ავტორიტეტს იღებს ახლა

მიმაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს შეწყალებული, - ამის შესახებ Front News-თან საუბრისას "რესპუბლიკური პარტიის" ყოფილმა წევრმა დავით ზურაბიშვილმა განაცხადა. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ პროცესებსა და მოვლენების შესაძლო განვითარების შესახებ ის Front News-ს ესაუბრა. 

- თავიდანვე გეტყვით, რომ მე არ ვარ სააკაშვილის მხარდამჭერი და მისი ხელისუფლებაში დაბრუნების გულშემატკივარი, მაგრამ პოლიტიკური პროცესის გაჯანსაღებისათვის სააკაშვილი ციხეში უფრო დიდი პრობლემაა, ვიდრე სააკაშვილი გარეთ. მე მგონია, რომ პრინციპულად არასწორია სამართლებრივ მხარეზე აქცენტირება. პრაქტიკულად ეჭვი არ მეპარება, რომ იმ ბრალდებებში, რაც წაყენებული აქვს, მისი პასუხისმგებლობა ნამდვილად არის, იგივე ვალერი გელაშვილის, 7 ნოემბრის დარბევასა თუ ტელეიმედის საქმეში, მაგრამ იმდენად პოლიტიზირებულია ჩვენი სასამართლო სისტემა და იმდენად ემორჩილება ბიძინა ივანიშვილსა და ხელისუფლებას, რომ მის მიერ გამოტანილი განაჩენი არ აღიქმება სამართლიანად. ის რომ არ იყოს პოლიტიკურად დაპირისპირებული ხელისუფლებასთან, არავინ მოთხოვდა პასუხს ჩადენილი საქმეების გამო. აქედან გამომდინარე, ეს პოლიტიკური მოტივაცია არის აშკარა. 

- რას იტყვით პრემიერის განცხადებებზე, რომლითაც ადასტურებს, რომ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია?

- მეც გითხარით, რომ მიუხედავად იმისა, რომ არ ვარ მისი პოლიტიკური მხარდამჭერი, მეც ეჭვი არ მეპარება,  რომ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი. ეს დაადასტურა თვითონ პრემიერმაც, ღარიბაშვილი თვითონ აკეთებს ამ განცხადებებს, ჩვენ ხო არ ვუგონებთ?

- რამდენად აქვს ამ ხელისუფლებას სააკაშვილის გასამართლების ლეგიტიმაცია?

- ჩემთვის სრულიად ცალსახაა,  რომ ამ სახელმწიფოს არ გააჩნია მორალური ლეგიტიმაცია, სააკაშვილი გაასამართლოს. როდესაც მეგის ქარდავა ჰყავს ციხეში და მისი მოადგილე - მაჟორიტარად წამოყენებული, რაიმე მორალურ ლეგიტიმაციაზე რთულია საუბარი, ძალიან რთული მდგომარეობაა ამ თვალსაზრისით.

- რა გამოსავალი შეიძლება მოინახოს ამ პოლიტიკური ჩიხიდან?

- პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან უნდა ამოვიდეთ, ქვეყნისთვის რა სჯობს, ციხეში იჯდეს სააკაშვილი, თუ არა.  მისი მომხრეები იტყვიან, რომ უდანაშაულოა, როგორ შეიძლება ამხელა რეფორმატორი კაცი იჯდეს ამ ნაძირალა ხელისუფლების ხელში, მოწინააღდეგეები იტყვიან, არ შეიძლება ეს კაცი იყოს გარეთ. და რა ვქნათ, ვიჩხუბოთ დავხოცოთ ერთმანეთი, თუ რა გავაკეთოთ? 

ვთლი, რომ სახელმწიფომ უნდა მოძებნოს გამოსავალი, - ეს შეიძლება არ მოხდეს ახლა, ამ წუთში, მაგრამ მიმაჩნია, რომ სააკაშვილი უნდა იყოს შეწყალებული. მეტიც, ვთვლი, რომ მოქალაქეობა უნდა დაუბრუნდეს და მიეცეს პოლიტიკურ ცხოვრებაში სრულფასოვნად ჩართვის საშუალება. საერთოდ  სააკაშვილი გარეთ და პოლიტიკურ პროცესში ჩართული და თავისი პოლიტიკური პარტიის ლიდერად უფრო გააჯანსაღებს პოლიტიკურ გარემოს, ვიდრე სააკაშვილი ციხეში.

- შიმშილობის შესახებ რას იტყვით?

- არ მგონია, ასეთი გიჟები იყვნენ ხელისუფლებაში, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე შეექმნეს, ბოლოს და ბოლოს, თუ საჭირო გახდება, გადაიყვანენ სამედიცინო  დაწესებულებაში, გაუკეთებენ გადასხმას და აცოცხლებენ. სააკაშვილს ციხეში რამე დაემართოს, ეს არანაირად არ აწყობს ხელისუფლებას. მგონია, რომ მისი მეგობრებიც ურჩევენ, შიმშილობა შეწყვიტოს. მგონია, რომ ეს 30 ოქტომბრამდე გასტანს და მეორე ტურის შემდეგ ის შეწყვეტს შიმშილობას.  

- როგორ გგონიათ, მოქალაქე სააკაშვილი რატომ არის საშიში ხელისუფლებისათვის? 

- მე ვთვლი, რომ მოქალაქე სააკაშვილი ხელისუფლებისათვის ციხეში უფრო საშიშია, ვიდრე გარეთ. ციხეში ის გაცილებით უფრო მაღალ მორალურ ავტორიტეტს იღებს ახლა. 

- რამდენად არის იგივე ამ ხელისუფლების 9-წლიანი მმართველობის შედეგი, რომ არჩევნებით დამარცხებული სააკაშვილი ისევ აქტუალურია და მოსახლეობის დიდი ნაწილის მხარდაჭერა აქვს?

- რასაკვირველია, ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი აქ არის 90%, ხელისუფლებას რომ კარგად წაეყვანა საქმე, დღეს რომ საქართველოს იყოს წარმატებული ქვეყანა, ის წასულიყო სერიოზული პროგრესის გზაზე, დღეს  ეს თემა საერთოდ არ იქნებოდა დღის წესრიგში. 

ირინა მაკარიძე

Front News

მსგავსი სიახლეები