მამუკა ხაზარაძე - ჩვენ ცაგერში გიორგი გახარიას პარტიის მერობის კანდიდატს დავუჭერთ მხარს

"ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებ, რომ პარტია ცაგერში "საქართველოსთვის" მერობის კანდიდატს ბესარიონ ბენდელიანს მხარს დაუჭერს. 

როგორც მან "ფორმულას" ეთერში განაცხადა, გახარიას მიმართ მას ბევრი კითხვა აქვს, როგორც მოქალაქეს, მათ შორის, 20 ივნისთან დაკავშირებით, თუმცა ახლა მნიშვნელოვანია, "ქართულმა ოცნებამ" უმრავლესობა დაკარგოს. 

"ჩემი გადასახედიდან, ჩვენ უნდა მივეჩვიოთ იმაზე მაღლა დადგომა, ვიდრე წყენაა. ადრე თუ გვიან ყველაფერი ნათელი უნდა გახდეს, მე ვენდეტას კი არ ვითხოვ, მე ვითხოვ, რომ საზოგადოებამ გაიგოს, რეალურად რა მოხდა. იმიტომ, რომ მე ხვალინდელ დღეზე მინდა, ორიენტაცია გავაკეთო და ეს ქვეყანა ჭაობიდან ამოვიყვანო. 

ამ განცხადების უკან კონსულტაციები არ იდგა, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე ვლაპარაკობ. ჩვენ გიორგი გახარიას პარტიის კანდიდატს ცაგერში დავუჭერთ მხარს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ერთპარტიული მმართველობა დამთავრდეს საქართველოში. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, "ქართულ ოცნებას" გამოვართვათ მიტაცებული ხელისუფლება, რომელსაც იყენებს ქართველი ხალხის წინააღმდეგ", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. 

ცაგერის მერობისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების II ტურში "ქართული ოცნების" კანდიდატს გახარიას პარტიის წევრი, ბესარიონ ბენდელიანი უპირისპირდება. მან ხმების 35% მიიღო, მმართველი პარტიის კანდიდატმა გიორგი ნემსაძემ კი 49.34%.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები