Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსს ჯამში 9 332 პირი ემსხვერპლა.
დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 49 386 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 4 837 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 586 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელია 9.79%