ადვოკატი - დავით გარეჯის საქმის ახლა განახლება შესაძლოა, ხელისუფლების პოლიტიკურ განზრახვებს უკავშირდებოდეს

დავით გარეჯის საქმის ახლა განახლება შესაძლოა ხელისუფლების პოლიტიკურ განზრახვებს უკავშირდებოდეს, - ამის შესახებ ივერი მელაშვილის ადვოკატმა ედუარდ მარიკაშვილმა Front News-ს განუცხადა.

მისი თქმით, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა ხელმეორედ იწყება. 

"რაც ჩვენთვისაა ცნობილი, შეიცვალა საქმის განმხილველი მოსამართლე, დალი მეტრეველის ნაცვლად სხდომას წარუძღვება ნინო ნაჭყებია. ეს პროცედურულად ნიშნავს, რომ არსებითი განხილვა თავიდან უნდა დაიწყოს. მტკიცებულებები რაც გამოკვლეულია, ამ შემთხვევაში მხოლოდ მოწმეებია გამოკითხული, ახლიდან უნდა დაიკითხოს. დღევანდელი სხდომა უფრო ტექნიკური ხასიათის იქნება, რაც გულისხმობს სხდომის შემდგომი თარიღების ჩანიშვნას. ამ საქმის განახლება ფაქტია ემთხვევა არჩევნების მეორე ტურის წინა პერიოდს, ამ საქმეს არ აკლია ზოგადად პოლიტიზირება, მათ შორის დაიწყო მაშინ,  როცა  არჩევნები იმართებოდა, პრეტენზია გვქონდა ის, რომ ხელისუფლება ამ საქმეს არჩევნებისთვის იყენებდა, ამ საქმის ახლა განახლება, შესაძლოა, ხელისუფლების პოლიტიკურ განძრახვებს უკავშირდებოდეს", - განაცხადა მარიკაშვილმა. 

დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შს სამინისტროს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა გასული წლის 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად ედებათ საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. მოგვიანებით სასამართლომ ისინი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები