"რუსთავი 2"-ის საქმის განხილვა შესაძლოა, დღე დასრულდეს

"რუსთავი 2"-ის დამფუძნებლები ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი იმედოვნებენ, რომ სასამართლო დააკამყოფილებს მათ სარჩელს და მათ ტელეკომპანიის 60%-იან წილს გადასცემს. 

"მოლოდინი გვაქვს ოპტიმისტური, ჩვენ წარვადგინეთ ყველანაირი მტკიცებულება იმის, რომ გარიგება იყო უსამართლო და ზეწოლის ქვეშ მოხდა, მიუხედავად იმისა, როგორ დამთავრდება დღევანდელი პროცესი, ჩვენ ამ საქმეს მივყვებით აუცილებლად, ბოლომდე", - აცხადებს დავით დვალი. 
დამფუძნებლების ადვოკატის კახა კოჟორიძის  თქმით, საქმეზე იმაზე მეტი მტკიცებულება არსებობს, ვიდრე  2015 წელს ქიბარ ხალვაშს ჰქონდა. 

"ამ საქმეში საკმარისზე მეტი მტკიცებულება, რომ სარჩელი დაკმაყოფილდეს,ბევრად მეტი, ვიდრე იყო 2015 წელს ქიბარ ხალვაშის სარჩელის დროს.  ვითვალისწინებთ იმ პოლიტიკურ კონტექსტს რაც ქვეყანაში არის და  მოცემულობას, რომ ეს არის მაღალი პოლიტიკური და საზოგადოებრივი სენსიტიურობის საქმე და ამ ტიპის საქმეებზე სასამართლოები სამწუხაროდ, აგრძელებენ სახელისუფლებო დაკვეთის შესრულებას", - განაცხადა  კოჟორიძემ. 

"რუსთავი 2-ის" ამჟამინდელი დირექტორი პაატა სალია კი  იმედოვნებს, რომ ხანდაზმულობის  გამო დამფუძნებლების სარჩელი ვერ დაკმაყოფილდება. 

"სარჩელი არის ხანდაზმული და რაც არ უნდა ფაქტებით დასტურდებოდეს, რომ იძულებას ჰქონდა ადგილი, მოცემულ ეტაპზე ამ სახით სარჩელი ვერ დაკმაყოფილდება", - აცხადებს პაატა სალია. 

"რუსთავი 2"-ის წილები რამდენიმე თვეა, დაყადაღებულია. დვალი და აქიმიძე აცხადებენ, რომ 2004 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ „რუსთავი 2“-ის წილები იძულებით დაათმობინა. იმავე წელს ტელეკომპანიის მფლობელი გახდა ქიბარ ხალვაში, რომელიც ირწმუნება, რომ "რუსთავი 2“ იძულებით შეაძენინეს და 2006 წელსაც იძულებით დაათმობინეს. ქიბარ ხალვაში ამტკიცებს, რომ მან წილები კანონიერად მოიპოვა. 

ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ 2019 წლის ზაფხულში კვლავ დაირეგისტრირა. მას შემდეგ, რაც 18 ივლისს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა „რუსთავი 2“-ის სარჩელი, საქართველოში აღსრულდა ხალვაშის სასარგებლოდ უზენაესი სასამართლოს მიერ 2017 წელს მიღებული გადაწყვეტილება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები