თეა წულუკიანი - სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების, მითუმეტეს, მისი გარდაცვალების არავითარი რეალური რისკი არ არსებობს

მესმის, რომ წინასაარჩევნო პერიოდისთვის სჭირდება ვიღაცას, მუდმივად შიმშილობაზე ისაუბროს ტელევიზიით, მაგრამ როდესაც მთელი საზოგადოება პატიმრის შიმშილზე საუბრობს და ამით ცდილობენ, გვაცხოვრონ, პირდაპირ ეწინააღმდეგება მოცემული პატიმრის უფლებებს, რომ თავისუფლად გადაწყვიტოს, როდის შეწყვიტოს შიმშილი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა მიხეილ სააკაშვილის შესახებ დასმულ კითხვაზე განუცხადა.

"როგორც გახსოვთ, მე თვითონ ვიყავი იუსტიციის სამინისტროში მრავალი წელი. ისიც მინახავს, როგორ იმართება და როგორ ვმართავდით პატიმრის ჯანმრთელობის საკითხებს. მე მინდა, ყველა დავარწმუნო, იქნება ეს ერში თუ ბერში, რომ დღეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში პენიტენციურ სამსახურში არ არსებობს არავითარი პრობლემა, რომ პატიმრის სამედიცინო პრობლემები სათანადოდ იქნას მიხედილი, თანამედროვე სტანდარტის დაცვით, მათ შორის, როდესაც პატიმარი გადაწყვეტს, იშიმშილოს, რაც მისი უფლებაა. ასე რომ, მოვუწოდებ, ყველას ჩახედოს სტატისტიკას, რამდენად დაბალია სიკვდილიანობა ქართულ ციხეებში და რამდენად მაღალია თუნდაც სამოქალაქო სექტორის კლინიკებში პატიმრების გადაყვანა.

მე მახსოვს, რომ ჯერ კიდევ ჩემი მინისტრობისას, პრაქტიკულად განულდა ის ნაშთი, რაც გულისხმობდა რიგში დგომას საოპერაციოდ სამოქალაქო კლინიკაში გასვლაზე. შესაბამისად, სისტემა მუშაობს, სისტემა ეფექტურია, პენიტენციური სისტემის სამედიცინო ნაწილი და რასაკვირველია, არაფერი არ არის არც დაფარული და არც დამალული. მე მესმის იმ ადამიანების, ვინც ვიზუალურად რომ ვერ ხედავს პატიმარს, ფიქრობს ცუდზე, მაგრამ სასამართლო სხდომებიც იქნება. ნებისმიერ დეპუტატს აქვს შესვლის უფლება, სახალხო დამცველს აქვს შესვლის უფლება და თუკი ნებისმიერი სხვა მექანიზმი გამოიძებნება, რომ ამ ადამიანთან იყოს მეტი ვიზუალური კონტაქტი, რა თქმა უნდა, ის თითიდან გამოწოვილი ეჭვებიც განეიტრალდება და ჩვენ ყველა დავინახავთ, რომ ჯანმრთელობის გაუარესების არავითარი რეალური რისკი სააკაშვილის შემთხვევაში არ არსებობს. მით უმეტეს, არ არსებობს, ღმერთმა დაგვიფაროს, მისი გარდაცვალების რისკი. რისკი არ არსებობს იმიტომ, რომ სისტემა არის მოწოდების სიმაღლეზე.

ბუნებრივია, ოჯახი და თანამებრძოლები ნერვიულობენ, სხვაგვარად ვერ იქნება, მაგრამ მეორე მხარეს სახეზეა დანაშაული, სახეზეა დამნაშავე, რომელმაც უნდა მოიხადოს სასჯელი. ეს სასჯელი არის რამდენიმეწლიანი და რა თქმა უნდა, ის წლები, რასაც ის გაატარებს ქართულ საპატიმროში, მისი ჯანმრთელობა იქნება ზედმიწევნით დაცული. ერთ საიდუმლოსაც გეტყვით, რომ როდესაც პატიმარი შიმშილობს, ჩემი გამოცდილებიდან ვიცი, რაც მეტია შიმშილობის გარშემო აურზაური, მით უფრო ფერხდება პატიმრის მიერ გადაწყვეტილების მიღება, რომ განაახლოს კვება. ეს ყოველი პატიმრის შემთხვევაში ასეა ხოლმე, ამიტომ მესმის, რომ წინასაარჩევნო პერიოდისთვის სჭირდება ვიღაცას, მუდმივად შიმშილობაზე ისაუბროს ტელევიზიით, მაგრამ პატიმარი, რომელიც შიმშილობს, როდესაც მთელი საზოგადოება მის შიმშილზე საუბრობს და ამით ცდილობენ, გვაცხოვრონ, პირდაპირ ეწინააღმდეგება მოცემული პატიმრის უფლებებს, რომ მან თავისუფლად გადაწყვიტოს, როდის შეწყვიტოს შიმშილი, რაც, იმედი მაქვს, მალე დადგება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები