პროკურორი - დავით გარეჯის საქმეზე შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილიც დაიკითხოს

დავით გარეჯის საქმეზე შესაძლოა, მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც დაიკითხოს, - ამის შესახებ საქმის პროკურორმა მიხეილ სადრაძემ განაცხადა.

"აბსოლუტურად ყველა პირი, სახელის და გვარის მიუხედავად, ვისაც ამ საქმესთან რამე შემხებლობა ექნება, ბუნებრივია, დაიკითხება. შესაძლებელია, ეს მიხეილ სააკაშვილიც იყოს, თუ მას შემხებლობა ექნება და არსებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაცია ეცოდინება. ამ ეტაპზე, შესაძლებლობაზე ვსაუბრობთ",- განაცხადა მიხეილ სადრაძემ.

საქალაქო სასამართლომ საქმის განხილვა დღეს განაახლა. როგორც ცნობილია, შეიცვალა მოსამართლე და დალი მეტრეველის ნაცვლად საქმეს ნინო ნაჭყებია განიხილავს. 

დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შს სამინისტროს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა გასული წლის 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად ედებათ საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. 28 იანვარს სასამართლომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 20-20 000-ლარიანი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები