დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

"2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების დაფინანსება 2021 წლის დამტკიცებულ გადასახდელებთან შედარებით გაზრდილია“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატებმა მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს.

პროექტის თანხმად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის  გათვალისწინებულია 741.0 მლნ ლარი, რაც მიმდინარე წელს დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია 98.2 მლნ ლარით. აქედან: მეწარმეობის განვითარებისთვის განსაზღვრულია 273.3 მლნ ლარი; მთის კურორტების განვითარებისთვის - 120.0 მლნ ლარი და ეს თანხა გათვალისწინებულია 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის და ჰაწვალის ახალი საბაგიროს მშენებლობისთვის; ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისთვის - 22.7 მლნ ლარი; საქართველოში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარებისთვის - 15,3 მლნ ლარამდე; ინტერნეტიზაციის პროექტისთვის - 34,0 მლნ ლარამდე; ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის - 80,2 მლნ ლარი და მოსახლეობის გაზიფიცირებისთვის - 50,0 მლნ ლარამდე; 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 2 844.0 მლნ ლარით, რაც 2021 წლის დამტკიცებულ ასიგნებასთან შედარებით გაზრდილია 387.3 მლნ ლარით. ამ თანხის ყველაზე დიდი ნაწილი - 1 862.3 მლნ ლარი გათვალისწინებულია საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებებისთვის. ამასთანავე, რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილია - 463.8 მლნ ლარზე მეტი, წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციისთვის - 379.9 მლნ ლარი, მყარი ნარჩენების მართვის პროგრამისთვის - 49.5 მლნ ლარამდე და ზოგადსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და რეაბილიტაციისთვის - 75.0 მლნ ლარი.

როგორც გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, მომდევნო წელს ბიუჯეტის დეფიციტი უნდა შემცირდეს 4.4%-მდე, ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 6%-ით, 2022 წლის ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 64.7 მლრდ ლარს შეადგენს, საქართველოს მთავრობის ვალის ზღვრული მოცულობა განსაზღვრულია მთლიანი შიდა პროდუქტის 52.1%-ით, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 750.9 მლნ ლარით და განისაზღვრება 18 683.9 მლნ ლარის ოდენობით.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა, ხმათა უმრავლესობით, 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

მსგავსი სიახლეები