ხატია დეკანოიძე - ვაფრთხილებ ყველას, ვინც გაბედა და პირველ ტურზე ჩაკეტა რიკოთი, ხელი არ შეუშალონ ხვალ კოლონებს

ვაფრთხილებ ყველა იმ ადამიანს, ვინც გაბედა და პირველ ტურზე ჩაკეტა რიკოთის უღელტეხილი, ხელი არ შეუშალოს დასავლეთ საქართველოდან წამოსულ კოლონებს - ამის შესახებ  ქუთაისის მერობის ოპოზიციონერი კანდიდატი ხატია დეკანოიძე აცხადებს. 

მისი თქმით, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილის საპყრობილეში არ უნდა იჯდეს. 

"ვაფრთხილებ ყველა იმ ადამიანს, ვინც გაბედა და პირველ ტურზე ჩაკეტა რიკოთის უღელტეხილი, ხელი არ შეუშალოს იმ კოლონებს, რომელიც წავა დასავლეთ საქართველოდან. უამრავ ადამიანს სურს წასვლა. არ შეიძლება ქვეყანაში იყოს პოლიტიკური მართლმსაჯულება და ამ მართლმსაჯულების შედეგად მესამე პრეზიდენტი იყოს ბიძინა ივანიშვილის საპყრობილეში. ყველაზე მნიშვნელოვანია ის რომ  ამ რეჟიმის გამო დიდი საფრთხე აქვს ქვეყანას და ამიტომ ყველას ვთხოვ, შემოგვიერთდეს ხვალინდელ აქციაზე"- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.  

ხვალ, 14 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართება. "ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებით ავტომანქანების კოლონები დედაქალაქისაკენ ქვეყნის ყველა რეგიონიდან გაემართება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები