რატი ბრეგაძე - ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი უკვე შედგა, ექიმების ჩართულობა დამოკიდებული იქნება მიხეილ სააკაშვილის თანხმობაზე

მულტიფუნქციური ჯგუფი უკვე შედგა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას დააკვირდება,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ  განცხადა.

როგორც ბრეგაძემ ბრიფინგზე განმარტა, ექიმების ჩართულობა დამოკიდებული იქნება თავად მიხეილ სააკაშვილის თანხმობაზე.

"საქართველოში მაღალი სტანდარტით არის დაცული პატიმრის უფლებები. ამისთვის მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ჩემს ყველა წინამორბედს 2012 წლიდან და რა თქმა უნდა, თითოეულ თანამშრომელს, რომელიც 24-საათის განმავლობაში ემსახურება პატიმრის უფლებების დაცვას.

დღევანდელი შეხვედრის შედეგად ჩვენ შევჯერდით, რომ უწყებათაშორისი თანამშრომლობის ფარგლებში ერთმანეთს საჭიროებისამებრ, რეგულარულად გავუზიარებთ ინფორმაციას, ასევე სახალხო დამცველს ეთხოვა, რომ განახორციელოს უფლებრივი მდგომარეობის რეგულარული მონიტორინგი. ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი უკვე შედგა. ბუნებრივია, ექიმების ჩართულობა დამოკიდებული იქნება თავად მიხეილ სააკაშვილის თანხმობაზე“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები